ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

მუხლი 22. სტატისტიკური სამუშაოების წლიური პროგრამა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სტატისტიკური სამუშაოების წლიური პროგრამა არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც საქსტატი აწარმოებს ან/და ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები აწარმოებენ ოფიციალურ სტატისტიკას მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მისაწოდებლად.

2.სტატისტიკური სამუშაოების წლიური პროგრამა შემუშავდება ყოველი კალენდარული წლისთვის, ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოთა ჩამონათვალის განახლებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების უზრუნველსაყოფად: ა) მთელი გამოსაქვეყნებელი ოფიციალური სტატისტიკისთვის; ბ) ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოთა მიერ ჩასატარებელი ყველა სტატისტიკური გამოკვლევისთვის; გ) ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოებისთვის ადმინისტრაციული მონაცემების მიწოდების ან სხვა წყაროებში არსებული მონაცემების გადაცემის ყველა შემთხვევისთვის; დ) ყველა არსებული და შესაქმნელი სტატისტიკური რეგისტრისთვის; ე) სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების, ახალი სტატისტიკური გამოკვლევებისა და შესაბამისი მაჩვენებლების შემუშავებისა და დანერგვისთვის.

3.სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავებისას საქსტატმა ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან უნდა ითანამშრომლოს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ივლ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
56342754342943202112411422
მნიშვნელობით ახლოსოფიციალური სტატისტიკის…შეზღუდული შესაძლებლობი…ეროვნული სივრცითი მონა…საქართველოს საბიუჯეტო …საჯარო შესყიდვების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა