ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 54. გადამცემი სისტემის ოპერატორის საქმიანობის გამჭვირვალობა. წლიური ანგარიში

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია გამოაქვეყნოს მის მიერ შეთავაზებული მომსახურებისა და შესაბამისი პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია, სისტემით მოსარგებლეებისთვის გადამცემ სისტემასთან ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ტექნიკურ ინფორმაციასთან ერთად, კომისიის მიერ დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადაში.

2.გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს წინა კალენდარული წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში კომისიის მიერ დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადაში.

3.გადამცემი სისტემის ოპერატორი წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ წარუდგენს სამინისტროს, რომელიც გადამცემი სისტემის ოპერატორის წლიური ანგარიშის გათვალისწინებით ამზადებს ქვეყანაში მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობისა და ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე მოსალოდნელი მოთხოვნის შესახებ წლიურ ანგარიშს.

4.კომისია უფლებამოსილია გადამცემი სისტემის ოპერატორის წლიურ ანგარიშზე დაყრდნობით გადამცემი სისტემის ოპერატორს ან/და შესაბამის შემთხვევაში სხვა ენერგეტიკულ საწარმოს მოსთხოვოს კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს: ა) გამჭვირვალობა, ობიექტურობა და არადისკრიმინაციულობა; ბ) გადამცემი სისტემის სათანადოდ ოპერირება და მართვა; გ) გადამცემ ქსელში დანაკარგების შემცირება; დ) მიწოდების ხარისხის გაუმჯობესება; ე) ქსელის საოპერაციო უსაფრთხოების გაუმჯობესება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია გამოაქვეყნოს მის მიერ შეთავაზებული მომსახურებისა და შესაბამისი პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია, სისტემით მოსარგებლეებისთვის გადამცემ სისტემასთან ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ტექნიკურ ინფორმაციასთან ერთად, კომისიის მიერ დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადაში. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს წინა კალენდარული წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში კომისიის მიერ დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადაში. 3. გადამცემი სისტემის ოპერატორი წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ წარუდგენს სამინისტროს, რომელიც გადამცემი სისტემის ოპერატორის წლიური ანგარიშის გათვალისწინებით ამზადებს ქვეყანაში მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობისა და ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე მოსალოდნელი მოთხოვნის შესახებ წლიურ ანგარიშს. 4. კომისია უფლებამოსილია გადამცემი სისტემის ოპერატორის წლიურ ანგარიშზე დაყრდნობით გადამცემი სისტემის ოპერატორს ან/და შესაბამის შემთხვევაში სხვა ენერგეტიკულ საწარმოს მოსთხოვოს კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს: ა) გამჭვირვალობა, ობიექტურობა და არადისკრიმინაციულობა; ბ) გადამცემი სისტემის სათანადოდ ოპერირება და მართვა; გ) გადამცემ ქსელში დანაკარგების შემცირება; დ) მიწოდების ხარისხის გაუმჯობესება; ე) ქსელის საოპერაციო უსაფრთხოების გაუმჯობესება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
66¹¹3114373413⁵441660687751523954
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ელექტრონული კომუნიკაცი…საავტორო და მომიჯნავე …საგადახდო სისტემისა და…ნებაყოფლობითი კერძო პე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა