Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაოფიციალური სტატისტიკის შესახებმუხლი 25

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

მუხლი 25. რესპონდენტის უფლებები და მოვალეობები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.რესპონდენტს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია სტატისტიკური გამოკვლევის მიზნებისა და სფეროს, მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველსაყოფად არსებული ზომებისა და რესპონდენტის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.

2.თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული პირი (მეწარმე სუბიექტი) ვალდებულია საქსტატის წერილობითი მოთხოვნის (მათ შორის, ელექტრონული სახით) მიღების შემთხვევაში საქსტატს საქსტატის მიერ დადგენილი ფორმით, მატერიალური ან ელექტრონული სახით წარუდგინოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია.

3.სტატისტიკურ გამოკვლევაში მონაწილეობა შერჩეული რესპონდენტისთვის სავალდებულოა.

4.რესპონდენტი ვალდებულია ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოს ამ ორგანოს მიერ დადგენილი ფორმითა და წესით მიაწოდოს საიმედო და სრული მონაცემები.

5.საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის საქსტატისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ პირს (მეწარმე სუბიექტს) დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

6.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საქსტატისთვის წარდგენის ვადას ადგენს საქსტატი სტატისტიკური გამოკვლევის ჩატარების პერიოდულობის გათვალისწინებით. ეს ვადა არ უნდა იყოს წერილობითი მოთხოვნის (მათ შორის, ელექტრონული სახით) ადრესატისთვის ჩაბარების/ადრესატის მიერ მიღების დღიდან 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

7.წერილობითი მოთხოვნის ადრესატისთვის ჩაბარება სათანადო დოკუმენტით უნდა დადასტურდეს. ადრესატის მიერ წერილის ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში წერილი ჩაბარებულად მიიჩნევა.

8.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული პირის (მეწარმე სუბიექტის) ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინება ამ პირისთვის ოფიციალურად ჩაბარებულად მიიჩნევა.

9.პირისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება მას არ ათავისუფლებს ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების შესრულებისგან.

10.ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო უფლებამოსილია რესპონდენტს დამატებით დაუკავშირდეს, თუ მან მონაცემები დადგენილ ვადაში არ მიაწოდა ან მონაცემებში შეუსაბამობა ან/და ხარვეზი გამოვლინდა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ივლ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 24შემდეგი მუხლი 26

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №3

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს ადმინი… 177¹²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 29რესპონდენტის ვალდებულება
  • 24მონაცემების შეგროვების უფლებამოსილება
  • 26ადმინისტრაციული მონაცემების ხელმისაწვდომობა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 34საქსტატი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 177¹²საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატისათვის) ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნის შეუსრულებლობა

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 35სამსახურის უფლებები და მოვალეობები

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 7შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

  • 23

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 25მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება, თუ მონაცემების შეგროვება უშუალოდ მისგან არ ხდება
  • 14მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

  • 23აუდიტის ობიექტის უფლებები და მოვალეობები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 43გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23177¹²234373534292426251425
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ოფიციალური სტატისტიკის…შეზღუდული შესაძლებლობი…ფულის გათეთრებისა და ტ…ინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს სახალხო და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026