Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაოფიციალური სტატისტიკის შესახებმუხლი 36

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

მუხლი 36. სტატისტიკის ეროვნული სისტემის ინდივიდუალური მონაცემების ხელმისაწვდომობა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო არ გასცემს ინდივიდუალურ მონაცემებს, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებითა და ამ კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რომლებიც საჯარო მოხმარების დოკუმენტებსა და ინდივიდუალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობას ეხება.

2.ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო უფლებამოსილია აწარმოოს სტატისტიკა და გაავრცელოს ინდივიდუალური მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მონაცემებიდან ამოღებულია იდენტიფიკატორი და ფიზიკური/იურიდიული პირის პირდაპირი იდენტიფიცირება ან არაპირდაპირი იდენტიფიცირება შეუძლებელია, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. არაპირდაპირი იდენტიფიცირების გამოსარიცხად ყველა გონივრული ზომა უნდა იქნეს მიღებული.

3.ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები ვალდებული არიან საქსტატს გადასცენ ინდივიდუალური მონაცემები იდენტიფიკატორის ჩათვლით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

4.საქსტატი უფლებამოსილია სტატისტიკური ერთეულის შესახებ ინდივიდუალური მონაცემები გადასცეს ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებს შემდეგი პირობების დაცვით: ა) ეს მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისთვის; ბ) ეს მონაცემები არ იძლევა პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას.

5.ამ მუხლით გათვალისწინებულ მონაცემთა გადაცემა ხდება შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო მათი გადაცემის პირობები განისაზღვრება წერილობითი შეთანხმებით.

6.მონაცემთა გადაცემის შესახებ ინფორმაცია საჯაროა.

წინა მუხლი 35შემდეგი მუხლი 37

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №3

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 37

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 37კონფიდენციალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობა
  • 24მონაცემების შეგროვების უფლებამოსილება
  • 12ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 25სტატისტიკური მონაცემების და სხვა ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება
  • 28სტატისტიკურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვა
  • 29საქსტატის ორგანოებში დასაქმებულთა ვალდებულება და პასუხისმგებლობა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 34საქსტატი

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 20პროფესიული საიდუმლოება და ინტერესთა შეუთავსებლობა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 37¹საჯარო დაწესებულებისათვის პერსონალური მონაცემებისა და კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 15ინფორმაციით უზრუნველყოფა და ინფორმაციის კონფიდენციალურობა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 25მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება, თუ მონაცემების შეგროვება უშუალოდ მისგან არ ხდება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 18¹პერსონალური მონაცემების მიღების უფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37¹18¹2528292015343724122536
მითითებამნიშვნელობით ახლოსოფიციალური სტატისტიკის…ოფიციალური სტატისტიკის…შეზღუდული შესაძლებლობი…საქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს ტერიტორიაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026