ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

მუხლი 37. კონფიდენციალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილისანდრო სარუხანიშვილი

1.ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელმა ორგანომ შესაძლებელია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს თავისი ინდივიდუალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის გაცემული მონაცემები არ უნდა შეიცავდეს იდენტიფიკატორს და უნდა მოიცავდეს მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის საჭირო მონაცემებს. ამასთანავე, პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3.სტატისტიკური კონფიდენციალურობის პრინციპით დაცული ინდივიდუალური მონაცემების გაცემამდე საქსტატი უნდა დარწმუნდეს, რომ მონაცემთა მიმღებ მხარეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს მათი კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ტექნიკურ-ორგანიზაციული ინფრასტრუქტურა.

4.შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განხორციელების პერიოდში ინდივიდუალური მონაცემების დამუშავებაში მონაწილე ყველა პირმა ხელი უნდა მოაწეროს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, ყოველი მათგანი ვალდებულია: ა) არ ეცადოს, ნებისმიერი გზით (მათ შორის, ამ მონაცემების სხვა ინდივიდუალურ მონაცემებთან შედარებით) მოახდინოს ფიზიკური/იურიდიული პირის იდენტიფიცირება; ბ) არ გაუმჟღავნოს ინდივიდუალური მონაცემები მესამე მხარეს (პირს), ხელშეკრულების მხარეთა გარდა, ან/და არ გამოიყენოს ეს მონაცემები სხვა მიზნით, გარდა შესაბამის მოთხოვნაში აღნიშნული მიზნისა; გ) არ გაამჟღავნოს ინდივიდუალური მონაცემებისგან მიღებული აგრეგირებული მონაცემები, რომლებითაც შესაძლებელია სტატისტიკური ერთეულის არაპირდაპირი იდენტიფიცირება; დ) ყველა გამოქვეყნებულ სტატისტიკურ პროდუქტში მიუთითოს შესაბამისი წყარო; ე) გაანადგუროს ინდივიდუალური მონაცემები სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დასრულებისთანავე.

5.მონაცემთა მომზადებისა და გადაცემისთვის გაწეული დამატებითი ხარჯების ასანაზღაურებლად ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო უფლებამოსილია დააწესოს შესაბამისი მომსახურების საფასური. მისი ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით.

6.მონაცემების გადაცემათა ჩამონათვალი ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოთხოვნის საფუძველზე.

7.ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოებისთვის, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა, ამ მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესს ამტკიცებს საბჭო.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ივლ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სანდრო სარუხანიშვილი

სანდრო სარუხანიშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37¹18¹20201515122343638241237
მითითებამნიშვნელობით ახლოსოფიციალური სტატისტიკის…შეზღუდული შესაძლებლობი…ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…საქართველოს ზოგადი ადმ…სამართალდაცვით სფეროში…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა