ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

მუხლი 43. სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სალომე ოსეფაშვილისალომე კობერიძე

1.ოფიციალური სტატისტიკის გავრცელება უნდა მოხდეს დროულად, ოპერატიულად და ამ კანონის მე-5 და 44-ე მუხლებითა და ამ მუხლით განსაზღვრული პრინციპების სრული დაცვით, კერძოდ, სტატისტიკური კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვისა და მიუკერძოებლობის პრინციპით გათვალისწინებული თანაბარი და ერთდროული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით.

2.ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო ადგენს და აქვეყნებს მონაცემების გავრცელების კალენდარს, რომელშიც მითითებულია მონაცემების გამოქვეყნების დაგეგმილი თარიღი და დრო.

3.მონაცემების გამოქვეყნებისთვის წინასწარ შედგენილი კალენდრის დარღვევის შემთხვევაში ამის შესახებ საზოგადოებას მათი გამოქვეყნების დაგეგმილ თარიღამდე უნდა ეცნობოს. ამასთანავე, უნდა დადგინდეს და გამოცხადდეს მონაცემების გამოქვეყნების ახალი თარიღი.

4.სტატისტიკური მონაცემები შესაბამის მეტამონაცემებსა და განმარტებებთან ერთად უსასყიდლოდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებლისთვის.

5.გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში აღმოჩენილი შეცდომები უნდა გასწორდეს, ხოლო შესწორებები უნდა გამოქვეყნდეს და მომხმარებელს უნდა მიეწოდოს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში.

6.მომხმარებელს უფლება აქვს, ოფიციალური სტატისტიკა და შესაბამისი მეტამონაცემები გამოიყენოს თავის სტატისტიკურ პროდუქტში ამ მონაცემთა წყაროს მითითებით.

7.საქსტატი სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემების ყველა მომხმარებლისთვის უსასყიდლოდ, ელექტრონული ფორმით მიწოდებას.

8.საქსტატის მიერ ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდების წესსა და პირობებს ამტკიცებს საქსტატის საბჭო.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ივლ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1164045⁶205213³75⁸⁰34443736452543
მითითებამნიშვნელობით ახლოსოფიციალური სტატისტიკის…შეზღუდული შესაძლებლობი…ფასიანი ქაღალდების ბაზ…კორუფციის წინააღმდეგ ბ…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს ზოგადი ადმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა