1.პირი, რომელიც საზოგადოებისთვის მიწოდების მიზნით ამზადებს ან ავრცელებს ფასიან ქაღალდებთან ან მათ ემიტენტებთან დაკავშირებულ კვლევას, აგრეთვე პირი, რომელიც საინვესტიციო სტრატეგიის რჩევასთან დაკავშირებით იმავე მიზნით ამზადებს ან ავრცელებს რეკომენდაციის შემცველ სხვა ინფორმაციას, ვალდებული არიან მიიღონ გონივრული ზომები, რათა მათ მიერ წარმოდგენილი (მომზადებული ან გავრცელებული) ინფორმაცია ობიექტური იყოს, და იმ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით, რომლებსაც აღნიშნული ინფორმაცია შეეხება, საკუთარი ინტერესები გაამჟღავნონ ან ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ მიუთითონ.
2.უფლებამოსილი ორგანო, რომელიც ავრცელებს სტატისტიკურ ინფორმაციას ან პროგნოზის შემცველ ინფორმაციას, რომელმაც შესაძლებელია ფინანსურ ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს, ვალდებულია ამ ინფორმაციის გავრცელებისას ობიექტურობისა და გამჭვირვალობის პრინციპების შესაბამისად იმოქმედოს.
3.ამ მუხლით, ამ კანონის 45
4
მუხლითა და 45
1
მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც ინფორმაციის გავრცელების ან გამჟღავნების ან საინვესტიციო რეკომენდაციის მომზადების ან გავრცელების მიზანია ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოხატვის უფლების სხვაგვარად განხორციელება, გათვალისწინებული უნდა იქნეს პრესის თავისუფლებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობა, აგრეთვე ჟურნალისტური პროფესიის მარეგულირებელი წესები. ამ პუნქტით დადგენილი წესი არ მოქმედებს, თუ შესაბამისი პირი ან საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მასთან დაკავშირებული პირი ინფორმაციის გავრცელებით ან გამჟღავნებით პირდაპირ ან არაპირდაპირ სარგებელს იღებს ან თუ ინფორმაციის გავრცელების ან გამჟღავნების მიზანია ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნასთან ან მათ მიწოდებასთან ან ფასიანი ქაღალდების ფასთან დაკავშირებით ბაზრის შეცდომაში შეყვანა.
4.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ (გარდა ჟურნალისტისა, რომელიც პროფესიული თვითრეგულირების მექანიზმს ექვემდებარება) ინფორმაციის ობიექტურად წარმოდგენის (მომზადების ან გავრცელების) და პირადი დაინტერესების ან ინტერესთა კონფლიქტის გამჟღავნების წესი.
საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.
თავი VIII
ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობა
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პირი, რომელიც საზოგადოებისთვის მიწოდების მიზნით ამზადებს ან ავრცელებს ფასიან ქაღალდებთან ან მათ ემიტენტებთან დაკავშირებულ კვლევას, აგრეთვე პირი, რომელიც საინვესტიციო სტრატეგიის რჩევასთან დაკავშირებით იმავე მიზნით ამზადებს ან ავრცელებს რეკომენდაციის შემცველ სხვა ინფორმაციას, ვალდებული არიან მიიღონ გონივრული ზომები, რათა მათ მიერ წარმოდგენილი (მომზადებული ან გავრცელებული) ინფორმაცია ობიექტური იყოს, და იმ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით, რომლებსაც აღნიშნული ინფორმაცია შეეხება, საკუთარი ინტერესები გაამჟღავნონ ან ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ მიუთითონ.2. უფლებამოსილი ორგანო, რომელიც ავრცელებს სტატისტიკურ ინფორმაციას ან პროგნოზის შემცველ ინფორმაციას, რომელმაც შესაძლებელია ფინანსურ ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს, ვალდებულია ამ ინფორმაციის გავრცელებისას ობიექტურობისა და გამჭვირვალობის პრინციპების შესაბამისად იმოქმედოს.3. ამ მუხლით, ამ კანონის 454მუხლითა და 451მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც ინფორმაციის გავრცელების ან გამჟღავნების ან საინვესტიციო რეკომენდაციის მომზადების ან გავრცელების მიზანია ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოხატვის უფლების სხვაგვარად განხორციელება, გათვალისწინებული უნდა იქნეს პრესის თავისუფლებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობა, აგრეთვე ჟურნალისტური პროფესიის მარეგულირებელი წესები. ამ პუნქტით დადგენილი წესი არ მოქმედებს, თუ შესაბამისი პირი ან საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მასთან დაკავშირებული პირი ინფორმაციის გავრცელებით ან გამჟღავნებით პირდაპირ ან არაპირდაპირ სარგებელს იღებს ან თუ ინფორმაციის გავრცელების ან გამჟღავნების მიზანია ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნასთან ან მათ მიწოდებასთან ან ფასიანი ქაღალდების ფასთან დაკავშირებით ბაზრის შეცდომაში შეყვანა.4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ (გარდა ჟურნალისტისა, რომელიც პროფესიული თვითრეგულირების მექანიზმს ექვემდებარება) ინფორმაციის ობიექტურად წარმოდგენის (მომზადების ან გავრცელების) და პირადი დაინტერესების ან ინტერესთა კონფლიქტის გამჟღავნების წესი.საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.თავი VIIIფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობა
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №36 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
14 იან. 1999 – 28 ივლ. 2020მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.