იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

მუხლი 27. გამოსაცემი ნორმატიული აქტები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ კანონის ამოქმედებიდან 90 დღის ვადაში უზრუნველყოს შემდეგი სამართლებრივი აქტების გამოცემა : ა ) ამ კანონის მე -2 მუხლის პირველი პუნქტის „ ი “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელშეკრულებო გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის / მოსალოდნელი შეუსრულებლობის დეფოლტად მიჩნევის დამატებითი კრიტერიუმების დადგენის თაობაზე ; ბ ) ამ კანონის მე -4 მუხლის მე -6 პუნქტით გათვალისწინებული , იმავე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დამაზუსტებელი წესის დადგენის თაობაზე ; გ ) ამ კანონის მე -7 მუხლის მე -6 პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის აქტივების შემოწმების პერიოდულობისა და ჩატარების წესის დადგენის თაობაზე ; დ ) ამ კანონის მე -8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი აქტივების ლიკვიდურობის მოთხოვნების განმსაზღვრელი წესის დადგენის თაობაზე ; ე ) ამ კანონის მე -10 მუხლის მე -4 პუნქტით გათვალისწინებული იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ავტორიზაციის გაცემის წესის დადგენის თაობაზე ; ვ ) ამ კანონის მე -11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამის განხორციელებაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ თანხმობის გაცემის წესისა და პირობების დადგენის თაობაზე ; ზ ) ამ კანონის მე -11 მუხლის მე -4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის პროგრამის კრედიტორთათვის მიწოდების ან / და გამოქვეყნების წესის დადგენის თაობაზე ; თ ) ამ კანონის მე -13 მუხლის მე -7 პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის აქტივების რეესტრის წარმოებისა და რეესტრში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესის დადგენის თაობაზე .

2.ამ კანონის მე -7 მუხლის მე -8 პუნქტისა და მე -8 მუხლის მე -3 პუნქტის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბის ან / და ლიკვიდურობის დამატებითი მოთხოვნები ( არსებობის შემთხვევაში ) არ გავრცელდება აღნიშნული სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლამდე ამოქმედებულ პროგრამაზე , გარდა იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში იპოთეკური ობლიგაციების დამატებით გამოშვების ან რეფინანსირების პროგრამის ფარგლებში ახალი რეფინანსირების ინსტრუმენტის გამოყენების შემთხვევისა .

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6786810111324712495815143027
მითითებამნიშვნელობით ახლოსიპოთეკით დაცული ობლიგა…ფასიან ქაღალდებად გარდ…ნებაყოფლობითი კერძო პე…საინვესტიციო ფონდების …საქართველოს ეროვნული ბ…დემატერიალიზებული ფასი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა