მეზღვაურთა შრომის შესახებ

მუხლი 31. გარდამავალი დებულებანი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს იმ საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცება, რომლებმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას გემზე მუშაობისას 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას.

2.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების“ ამ კანონთან შესაბამისობა.

3.საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „ეკონომიკური საქმიანობის სახეები“ ამ კანონთან შესაბამისობა.

4.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს: ა) სააგენტოს დირექტორის სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა; ბ) საზღვაო დისციპლინური წესდების დამტკიცება; გ) გემზე ცხოვრებისა და დასვენების საშუალებების, საკვებისა და საკვებით მომსახურების წესების დამტკიცება; დ) პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობის სტანდარტული ფორმის დამტკიცება; ე) მიღება-ჩაბარების აქტის ფორმის დამტკიცება; ვ) საზღვაო შრომის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცება; ზ) საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაციის ფორმის დამტკიცება; თ) გემზე მუშაობის პირობების ამსახველი ცხრილის დამტკიცება; ი) მეზღვაურის სამუშაო საათების ან დასვენების საათების აღრიცხვის ფორმატის დამტკიცება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6469¹10313374⁶6960171837155031
მნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა განათლებისა…ტურიზმის შესახებპოლიციის შესახებშეზღუდული შესაძლებლობი…ტრანსპორტის სფეროს მარ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა