ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

მუხლი 19 (დანართი 1). კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადის განხილვის წესი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 30 სექ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააგენტო კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს მის შესაბამისობას „ ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 15 6 მუხლის პირველი და ამ წესის მე -18 მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან .

2.თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს „ ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 15 6 მუხლითა და ამ წესის მე -18 მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს , სააგენტო ადგენს ხარვეზს და სტატუსის მაძიებელ პირს განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად . სააგენტო 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარმოდგენილ ინფორმაციას / დოკუმენტაციას . თუ აღნიშნულ ვადაში სუბიექტის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი ხარვეზი , სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მაძიებელი სუბიექტის განაცხადის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის წარდგენაზე უარის შესახებ .

3.თუ განაცხადი აკმაყოფილებს „ ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 15 6 მუხლითა და ამ წესის მე -18 მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს , სააგენტო განაცხადს წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს .

4.სუბიექტისთვის კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა .

5.საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას სუბიექტისათვის კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ .

6.კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭება ხდება ერთჯერადად და უვადოდ , სუბიექტი სტატუსის მქონედ ითვლება სტატუსის მინიჭების თვის პირველი რიცხვიდან .

7.სუბიექტისათვის კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება ეგზავნება განმცხადებელს , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს , სააგენტოსა და სსიპ − შემოსავლების სამსახურს .

8.სააგენტო კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე განკარგულების მიღებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში ახდენს სუბიექტის რეგისტრაციას ინოვაციების რეესტრში .

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8²13259 (და…15⁶1815⁸32181918 (დ…21 (დ…12 (დ…4 (და…19 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსინოვაციების შესახებინოვაციური სტარტაპის ს…მომხმარებლის უფლებების…ელექტრონული კომერციის …ნარჩენების შეგროვების,…კომერციული ბანკების სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა