პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

მუხლი 61. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიიჩნევა: ა) მართლსაწინააღმდეგო ქმედების შეწყვეტა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის გამოსწორება ან/და მსგავსი სამართალდარღვევის შემდგომ თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების მიღება; ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვანის მიერ; გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გულწრფელი მონანიება და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობა; დ) სხვა გარემოებები, როგორებიცაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხასიათი და სამართალდამრღვევის ბრალის ხარისხი, რომლებსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის გადაწყვეტისას გენერალური აუდიტორი შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება ეკისრება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს/დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოების არსებობისას ამ კანონის 66-ე−87-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 30 პროცენტით მცირდება.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოების არსებობისას ამ კანონის 66-ე−87-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით მცირდება.

5.ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის შემცირების საფუძვლების ერთდროულად არსებობისას ამ კანონის 66-ე−87-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 50 პროცენტით მცირდება. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 მაი. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
343523281 (დ…3471826876260642961
მითითებამნიშვნელობით ახლოსპერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს ადმინისტრა…ნარჩენების მართვის კოდ…ადმინისტრაციული სახდელ…შრომის უსაფრთხოების შე…სამრეწველო ემისიების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა