Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებმუხლი 22

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

მუხლი 22. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვის სახეები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2025
თემები:ენერგიის წარმოება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მარეგულირებელი ორგანო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვას გასცემს შემდეგ საქმიანობებზე: ა) რადიოაქტიური მასალის იმპორტი; ბ) რადიოაქტიური მასალის ექსპორტი; გ) რადიოაქტიური მასალის ტრანზიტი; დ) რადიოაქტიური მასალის ქვეყნის შიგნით შეძენა; ე) რადიოაქტიური მასალის მწარმოებელთან დაბრუნება; ვ) ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი; ზ) რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი.

2.მარეგულირებელმა ორგანომ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვა შეიძლება გასცეს არაუმეტეს 1 წლის ვადით: ა) შესაბამისი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში ერთჯერადი ქმედების განსახორციელებლად; ბ) შესაბამისი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის გარეშე რადიოაქტიური მასალის ტრანზიტისა და ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს ერთჯერადი იმპორტის განსახორციელებლად; გ) შესაბამისი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში, სამედიცინო დანიშნულების რადიოფარმპრეპარატების მრავალჯერადი იმპორტის ან/და ექსპორტის განსახორციელებლად; დ) შესაბამისი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის გარეშე, სამედიცინო დანიშნულების რადიოფარმპრეპარატების მრავალჯერადი ტრანზიტის განსახორციელებლად.

3.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური ვალდებულია მარეგულირებელი ორგანოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ მოთხოვნის შემთხვევებში წარუდგინოს მათ სამედიცინო დანიშნულების რადიოფარმპრეპარატების მრავალჯერადი იმპორტის ნებართვის საფუძველზე პირის მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ ინფორმაცია. წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა, ინფორმაციის მიწოდების წესი და ფორმა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 23

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბირთვული ენერგიის სამართალისერვისის გვერდი
  • ბირთვული რეგულაციებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-10 · №2

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 27

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 27ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ან/და ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია და გაცემის ზოგადი წესი
  • 20ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა
  • 29ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის, ლიცენზიისა და ნებართვის ამოქმედება

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 38⁴ცალკეული სახის სანებართვო საქმიანობაზე ნებართვის მოქმედების განსაკუთრებული წესი
  • 24ნებართვის სახეები

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 230ბირთვული მასალისადმი ან მოწყობილობისადმი, რადიოაქტიური ნარჩენისადმი, რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობა

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 19ნებართვის სახეები და ნებართვის გამცემი ორგანოები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 59სახომალდო დოკუმენტებში მავნე ნივთიერებებთან და მინარევებთან დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაციის მოვალეობათა შეუსრულებლობა
  • 59²ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა

რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

  • 13რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი და ტრანსპორტირება

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 5⁶ნებართვის მოქმედების ვადა

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 59საავიაციო საქმიანობის ნებართვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1923038⁴245959²5⁶591327202922
მითითებამნიშვნელობით ახლოსრადიაციული დაცვის, ბირ…ლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს სისხლის სა…სამეწარმეო საქმიანობის…საქართველოს ადმინისტრა…რადიოაქტიური ნარჩენები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 დეკ. 2025