Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკალიცენზიებისა და ნებართვების შესახებმუხლი 38²

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

მუხლი 38². სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/ნებართვის გაცემის პრინციპები

რედაქცია №128 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:შესაბამისობაობიექტის ლიცენზირებაჯანდაცვის სტრუქტურირებაპროფესიული ლიცენზირებატელემედიცინააფთიაქი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ამ კანონით განსაზღვრული სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/ ნებართვის გაცემისას გამოიყენება ამ კანონის 38-ე მუხლის ნორმები, ლიცენზიის/ნებართვის გაცემის ვადის მიუხედავად.

2.თუ სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი დააპირებს დამატებით რომელიმე იმ საქმიანობის განხორციელებას, რომლისთვისაც გაიცემა სხვა ლიცენზია, ის ვალდებულია დააკმაყოფილოს ამ ლიცენზიის მისაღებად დადგენილი განსხვავებული პირობები.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმდება მხოლოდ ახალი ლიცენზიის მისაღებად საჭირო განსხვავებული პირობები. ლიცენზიის გამცემი არ იკვლევს იმ სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც ლიცენზიის მფლობელმა შეასრულა უკვე გაცემული ლიცენზიის მიღების დროს.

4.სამედიცინო საქმიანობის ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა დააკმაყოფილოს საერთო სანებართვო პირობები და დამატებითი სანებართვო პირობები მომსახურების შესაბამისად.

5.ნებართვის მფლობელის მიერ დამატებით სანებართვო პირობებს დაქვემდებარებული მომსახურების გაწევის შემთხვევაში მოწმდება მხოლოდ ამ მომსახურებისთვის დადგენილი განსხვავებული პირობები.

6.ნებართვის მფლობელის მიერ რომელიმე მომსახურებისთვის დადგენილი დამატებითი სანებართვო პირობების დაუკმაყოფილებლობა არ არის სამედიცინო საქმიანობის ნებართვის გაუქმების საფუძველი. ამ შემთხვევაში ნებართვის მფლობელს ეკრძალება კონკრეტულად იმ მომსახურების გაწევა, რომლისთვის გათვალისწინებული დამატებითი სანებართვო პირობებიც არ იქნა დაკმაყოფილებული.

7.შესაბამისი სალიცენზიო/სანებართვო პირობების მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებში გათვალისწინებულ იქნეს სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების გამოცვლის ღონისძიებების განხორციელება ისეთ საქმიანობებზე/ქმედებებზე, რომლებზედაც გაიცემოდა ლიცენზია და 2010 წლის 1 დეკემბრიდან გაიცემა ნებართვა ან გაიცემა ისევ ლიცენზია ისე, რომ არსებითად არ იცვლება სალიცენზიო/სანებართვო პირობები. აღნიშნული განხორციელდეს ავტომატურად, სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის მფლობელის განცხადების საფუძველზე.

8.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები 2011 წლის 1 მარტამდე განხორციელდეს შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის გარეშე, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის გამოცვლა განხორციელდეს მისი მფლობელის განცხადებისა და შესაბამისი ლიცენზიისათვის/ნებართვისათვის კანონით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემთხვევაში. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3550 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.285

წინა მუხლი 38¹შემდეგი მუხლი 38³

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ჯანდაცვის სტარტაპის შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ლიცენზირების დარღვევები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დიაგნოსტიკის ცენტრის ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • ექთნის ლიცენზირებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №128

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 38

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 10საქმიანობის ლიცენზიის გაცემის ზოგადი წესი
  • 18სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემის წესი
  • 11საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

  • 6სამედიცინო და ფარმაცევტულ საქმიანობაზე ლიცენზიის მიღების და დამატებითი სალიცენზიო პირობები
  • 7ლიცენზიის გაცემის პროცედურა
  • 1ზოგადი დებულებანი

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 41ლიცენზირება/ნებართვის გაცემა, სალიცენზიო/სანებართვო  პირობები

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 56—
  • 55—

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 9ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 12სალიცენზიო პირობები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 44⁵სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო და სანებართვო პირობების შეუსრულებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
96713810181144⁵5655124138²
მითითებამნიშვნელობით ახლოსლიცენზიებისა და ნებართ…სამედიცინო და ფარმაცევ…ადამიანის ორგანოთა გად…ჯანმრთელობის დაცვის შე…სამეწარმეო საქმიანობის…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026