Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებმუხლი 8

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

მუხლი 8. რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქართველოს მთავრობისა და სამინისტროს კომპეტენცია

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2025
თემები:ენერგიის წარმოება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქართველოს მთავრობის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სტრატეგიული დოკუმენტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება; ბ)რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტების ადგილის შერჩევის, მათი დაპროექტების, მშენებლობის, ექსპლუატაციაში შეყვანის, რადიოაქტიური ნარჩენების საცავის დახურვისა და დეკომისიის, რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება; გ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს არასაკმარისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, მედიკამენტების, ხელსაწყოებისა და სხვა მატერიალური რესურსების არსებობის შემთხვევაში, საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; დ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მოთხოვნა და განხილვა.

2.რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ) მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი; გ) ამ სფეროებში დადებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების ზედამხედველობა; დ) ამ სფეროებში კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების კოორდინაცია; ე) ამ სფეროებში სახელმწიფო პროგრამების განხორციელების კოორდინაცია; ვ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ მარეგულირებელი ორგანოს მიერ მომზადებული ყოველწლიური ანგარიშის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა. მუხლი 9. რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში უფლებამოსილი სხვა აღმასრულებელი ხელისუფლებისდაწესებულებების კომპეტენციები რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში უფლებამოსილი სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები და მათი კომპეტენციებია: ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო − ბირთვული და რადიაციული ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; მაიონებელი გამოსხივების გამზომი ხელსაწყოების მეტროლოგიური შემოწმება; ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების კოორდინირება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაინტერესებულ უწყებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბირთვული და რადიაციული ობიექტის (გარდა მაიონებელი გამოსხივების გენერატორის მფლობელი ობიექტისა) ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი; ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ზომების მიღება; ეროვნული და ტრანსსასაზღვრო რადიაციული ავარიებისთვის მზადყოფნისა და მათი შედეგების ლიკვიდაციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება; ასევე ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების საექსპერტო და სპეციალური გამოკვლევების ჩატარება, ინციდენტის ადგილის შესწავლა, გამოსაკვლევი ობიექტის ამოღება და მისი შემდგომი კვლევა; რადიოაქტიური მასალის ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სასაზღვრო გამტარ პუნქტზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონასა და საქართველოს საზღვაო სივრცეში ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის არალეგალური მიმოქცევის პრევენცია და გამოვლენა; გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური − ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება ბირთვულ ან სხვა რადიოაქტიურ მასალასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სასაზღვრო გამტარ პუნქტზე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ სათანადო ტექნიკური და პროგრამული სისტემების შექმნა, მათი ფუნქციონირების, მომსახურებისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა; დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო − მისდამი დაქვემდებარებული ბირთვული და რადიაციული ობიექტის უსაფრთხოებისა და ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა, ასევე ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობა; ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო − ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისთვის სამედიცინო მზადყოფნისა და მასზე რეაგირების მიზნით ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება; ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების უწყებათაშორისი სწავლების დაგეგმვა და ორგანიზება; დაზარალებულთა სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა და დასხივებულ პირთა აღრიცხვა; რადიოფარმპრეპარატების რეგისტრაცია; დასხივებულ პირთა პერიოდული სამედიცინო გამოკვლევის პროცედურის დადგენა; ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო − რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების საერთო ზედამხედველობა; ზ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური − ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემა, ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტის, საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისა და ტრანზიტის კონტროლი.

წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 10

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბირთვული ენერგიის სამართალისერვისის გვერდი
  • ბირთვული რეგულაციებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-10 · №2

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო
  • 5რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების პრინციპები
  • 11მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციები

რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

  • 5რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოები
  • 14პასუხისმგებლობა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის
  • 2კანონის მიზნები

გარემოს დაცვის შესახებ

  • 13სამინისტროს კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 222³საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 6ნარჩენების

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 32საქართველოს მთავრობის კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 70—

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 3სამრეწველო ემისიების პრევენციისა და კონტროლის სფეროებში კომპეტენტური ორგანოები და მათი უფლებამოსილებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
32222³701365142151138
მნიშვნელობით ახლოსრადიოაქტიური ნარჩენები…რადიაციული დაცვის, ბირ…გარემოს დაცვის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…ნარჩენების მართვის კოდ…საზოგადოებრივი ჯანმრთე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 დეკ. 2025