აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

მუხლი 18. რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესის კოორდინირება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის მომზადების, წარდგენის, განხილვისა და მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, ამ კანონით, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

2.რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიღება ხდება დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის. რესპუბლიკური ბიუჯეტის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს დასაგეგმის შემდგომი საბიუჯეტო წლების შემოსულობებისა და გადასახდელების პროგნოზი.

3.შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლების დადგენის საფუძველზე მზადდება დასაბუთება როგორც საბიუჯეტო გადასახდელების, ისე შემოსულობების ცალკეული სახეების გასაანგარიშებლად. ამასთან, რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების ფორმირება წარმოებს შემოსულობების პროგნოზის გათვალისწინებით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9410210098100120122173272813618
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საბიუჯეტო …აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა