1.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის (შემდგომში – რესპუბლიკური ბიუჯეტი) კანონის პროექტის მომზადება, განხილვა და მიღება ხდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად.
2.უმაღლესი საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში, რესპუბლიკური ბიუჯეტის მიღებისა და მასში ცვლილების შეტანის პროცესს ხელმძღვანელობს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი.
