ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 50. სალიკვიდაციო პროცესის დასრულება და სალიკვიდაციო ანგარიშის წარდგენა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საპენსიო კომპანიის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან და საპენსიო კომპანიის ყველა აქტივის რეალიზებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ლიკვიდატორი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს საბოლოო საბალანსო უწყისი და ლიკვიდაციის პროცესში მის მიერ განხორციელებული ყველა მოქმედების შესახებ ანგარიში.

2.სამსახური ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო უწყისისა და ანგარიშის წარდგენის შემდეგ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის დასრულების შესახებ.

3.სამსახური საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის დასრულების შესახებ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს იმავე დღეს წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის დასრულების რეგისტრაციისა და შესაბამისი რეესტრიდან მისი ამოღების მიზნით.

4.ამ კანონით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა ან/და წესი არ გამორიცხავს მონაწილის რეგრესის ან/და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ლიკვიდატორის, საპენსიო კომპანიის, აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის, ფიდუციური ვალდებულების მქონე პირების ან ასეთ პირებთან მჭიდროდ დაკავშირებული ნებისმიერი პირის (პირების) ან ასეთი პირების მაკონტროლებელი პირების მიმართ. თავი XIII ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის რეგულირება და ზედამხედველობა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
187773749082884948551716150
მნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …ნებაყოფლობითი კერძო პე…ფასიან ქაღალდებად გარდ…მეწარმეთა შესახებდაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა