საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 73. ლიკვიდაციის გეგმის დამტკიცება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საინვესტიციო ფონდი ან მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია ამ კანონის მე-80 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საზედამხედველო ორგანოსთვის ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ განაცხადით მიმართვისას საზედამხედველო ორგანოს დასამტკიცებლად წარუდგინოს საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის გეგმა. ეს ლიკვიდაციის გეგმა უნდა განსაზღვრავდეს ლიკვიდაციის პროცესში განსახორციელებელ ქმედებებს ერთეულის მფლობელების ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით და უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებსა და დოკუმენტებს: ა) ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას; ბ) ლიკვიდაციის საჭიროების საფუძვლებსა და შეფასებას იმის შესახებ, რამდენად შეესაბამება საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაცია ერთეულის მფლობელების ინტერესებს; გ) ლიკვიდაციისთვის განსაზღვრული ხარჯების მაქსიმალურ ოდენობას; დ) თითოეული ერთეულის მფლობელის სახელსა და გვარს ან სახელწოდებას, მისამართს და მისი იდენტიფიცირებისთვის საჭირო სხვა ინფორმაციას; ე) თითოეული ერთეულის მფლობელის კუთვნილი ერთეულების რაოდენობას, კლასსა და ღირებულებას; ვ) საინვესტიციო ფონდის კუთვნილი აქტივების შესახებ მონაცემებს; ზ) საინვესტიციო ფონდის კრედიტორების წინაშე არსებული დავალიანების ოდენობის შესახებ მონაცემებს; თ) ლიკვიდაციის პროცესის სავარაუდო ხანგრძლივობას და მისი მიმდინარეობისას ერთეულის მფლობელებისთვის ინფორმაციის მიწოდების საშუალებებს; ი) საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ სხვა ინფორმაციას.

2.საინვესტიციო ფონდი ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 1 თვისა საზედამხედველო ორგანოს წარუდგინოს ლიკვიდაციის გეგმა, რომელიც უნდა შეიცავდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

3.წარდგენილი დოკუმენტის/ინფორმაციის დასადასტურებლად საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი მონაცემების ან დოკუმენტების წარდგენა, შეფასების განხორციელება ან სპეციალური აუდიტის ჩატარება, განახორციელოს ადგილზე შემოწმება, მოითხოვოს აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრებისგან, აგრეთვე აუდიტორული ფირმებისგან, მათი წარმომადგენლებისა და მესამე პირებისგან წერილობითი ან ზეპირი განმარტებები წარდგენილ დოკუმენტებთან/ინფორმაციასთან დაკავშირებით.

4.თუ საინვესტიციო ფონდის ლიკვიდატორი საზედამხედველო ორგანოს მიერ ამ კანონის 72-ე მუხლის მე-3−მე-5 პუნქტების შესაბამისად დანიშნული პირია, საზედამხედველო ორგანოსთვის ლიკვიდაციის გეგმის წარდგენის ვალდებულება ეკისრება ამ პირს. ამ პირის მიერ წარდგენილი ლიკვიდაციის გეგმა სულ მცირე უნდა მოიცავდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებსა და დოკუმენტებს.

5.საზედამხედველო ორგანო ვალდებულია ლიკვიდაციის გეგმის დამტკიცების საკითხი გადაწყვიტოს შესაბამისი განაცხადის მიღებიდან 1 თვის ვადაში.

6.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ლიკვიდაციის გეგმის დამტკიცებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) ლიკვიდაციის გეგმის დამტკიცების შესახებ განაცხადში მითითებული მონაცემები და ამ განაცხადთან ერთად წარდგენილი დოკუმენტები ლიკვიდაციის ყველა გარემოებას სრულად, მკაფიოდ და ცალსახად არ ასახავს; ბ) ლიკვიდაცია არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საინვესტიციო ფონდი ან მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია ამ კანონის მე-80 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საზედამხედველო ორგანოსთვის ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ განაცხადით მიმართვისას საზედამხედველო ორგანოს დასამტკიცებლად წარუდგინოს საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის გეგმა. ეს ლიკვიდაციის გეგმა უნდა განსაზღვრავდეს ლიკვიდაციის პროცესში განსახორციელებელ ქმედებებს ერთეულის მფლობელების ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით და უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებსა და დოკუმენტებს: ა) ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას; ბ) ლიკვიდაციის საჭიროების საფუძვლებსა და შეფასებას იმის შესახებ, რამდენად შეესაბამება საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაცია ერთეულის მფლობელების ინტერესებს; გ) ლიკვიდაციისთვის განსაზღვრული ხარჯების მაქსიმალურ ოდენობას; დ) თითოეული ერთეულის მფლობელის სახელსა და გვარს ან სახელწოდებას, მისამართს და მისი იდენტიფიცირებისთვის საჭირო სხვა ინფორმაციას; ე) თითოეული ერთეულის მფლობელის კუთვნილი ერთეულების რაოდენობას, კლასსა და ღირებულებას; ვ) საინვესტიციო ფონდის კუთვნილი აქტივების შესახებ მონაცემებს; ზ) საინვესტიციო ფონდის კრედიტორების წინაშე არსებული დავალიანების ოდენობის შესახებ მონაცემებს; თ) ლიკვიდაციის პროცესის სავარაუდო ხანგრძლივობას და მისი მიმდინარეობისას ერთეულის მფლობელებისთვის ინფორმაციის მიწოდების საშუალებებს; ი) საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ სხვა ინფორმაციას. 2. საინვესტიციო ფონდი ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 1 თვისა საზედამხედველო ორგანოს წარუდგინოს ლიკვიდაციის გეგმა, რომელიც უნდა შეიცავდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 3. წარდგენილი დოკუმენტის/ინფორმაციის დასადასტურებლად საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი მონაცემების ან დოკუმენტების წარდგენა, შეფასების განხორციელება ან სპეციალური აუდიტის ჩატარება, განახორციელოს ადგილზე შემოწმება, მოითხოვოს აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრებისგან, აგრეთვე აუდიტორული ფირმებისგან, მათი წარმომადგენლებისა  და მესამე პირებისგან წერილობითი ან ზეპირი განმარტებები წარდგენილ დოკუმენტებთან/ინფორმაციასთან დაკავშირებით. 4. თუ საინვესტიციო ფონდის ლიკვიდატორი საზედამხედველო ორგანოს მიერ ამ კანონის 72-ე მუხლის მე-3−მე-5 პუნქტების შესაბამისად დანიშნული პირია, საზედამხედველო ორგანოსთვის ლიკვიდაციის გეგმის წარდგენის ვალდებულება ეკისრება ამ პირს. ამ პირის მიერ წარდგენილი ლიკვიდაციის გეგმა სულ მცირე უნდა მოიცავდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებსა და დოკუმენტებს. 5. საზედამხედველო ორგანო ვალდებულია ლიკვიდაციის გეგმის დამტკიცების საკითხი გადაწყვიტოს შესაბამისი განაცხადის მიღებიდან 1 თვის ვადაში. 6. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ლიკვიდაციის გეგმის დამტკიცებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) ლიკვიდაციის გეგმის დამტკიცების შესახებ განაცხადში მითითებული მონაცემები და ამ განაცხადთან ერთად წარდგენილი დოკუმენტები ლიკვიდაციის ყველა გარემოებას სრულად, მკაფიოდ და ცალსახად არ ასახავს; ბ) ლიკვიდაცია არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10¹52⁴728075779082834950171473
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …ნებაყოფლობითი კერძო პე…მიკროსაფინანსო ორგანიზ…მეწარმეთა შესახებსაქართველოს ეროვნული ბ…ფასიან ქაღალდებად გარდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა