საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 161. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო ფონდის საქმიანობის ზედამხედველობა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო ფონდის (შემდგომ − საპენსიო ფონდი) გენერალური დირექტორი ვალდებულია ყოველწლიურად, კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვისა, პარლამენტს წარუდგინოს საპენსიო ფონდის მიერ გასულ წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში. ამ პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისა და პარლამენტის დადგენილების მიღების შემთხვევაში ამ დადგენილებაში შეიძლება მიეთითოს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრასთან ან/და საპენსიო ფონდის საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და წინადადებები.

2.პარლამენტი უფლებამოსილია საფინანსო წლის განმავლობაში საჭიროებისამებრ მოსთხოვოს საპენსიო ფონდს ინფორმაცია პარლამენტის შესაბამისი დადგენილების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე. საპენსიო ფონდი ვალდებულია პარლამენტის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს ინფორმაცია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო ფონდის (შემდგომ − საპენსიო ფონდი) გენერალური დირექტორი ვალდებულია ყოველწლიურად, კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვისა, პარლამენტს წარუდგინოს საპენსიო ფონდის მიერ გასულ წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში. ამ პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისა და პარლამენტის დადგენილების მიღების შემთხვევაში ამ დადგენილებაში შეიძლება მიეთითოს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრასთან ან/და საპენსიო ფონდის საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და წინადადებები. 2. პარლამენტი უფლებამოსილია საფინანსო წლის განმავლობაში საჭიროებისამებრ მოსთხოვოს საპენსიო ფონდს ინფორმაცია პარლამენტის შესაბამისი დადგენილების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე. საპენსიო ფონდი ვალდებულია პარლამენტის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს ინფორმაცია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მუხლი 162. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ბიუჯეტის შესრულების აუდიტი პარლამენტი უფლებამოსილია გადაწყვიტოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების აუდიტის არაუმეტეს წელიწადში ერთხელ ჩატარება. ასეთ შემთხვევაში პარლამენტი ტენდერის საფუძველზე შეარჩევს საერთაშორისოდ აღიარებულ აუდიტორს. სატენდერო კომისიის შემადგენლობას პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტი დადგენილებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 2026 – 2 ივლ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 1 აპრ. 2026 – 1 მაი. 2026 ტექსტი უცნობია

  3. 2 მარ. 2026 – 1 აპრ. 2026 ტექსტი უცნობია

  4. 26 დეკ. 2025 – 2 მარ. 2026 ტექსტი უცნობია

  5. 1 აგვ. 2025 – 26 დეკ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2252³1817316848393113159158161
მნიშვნელობით ახლოსდაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს ეროვნული ბ…ნებაყოფლობითი კერძო პე…საქართველოს პარლამენტი…საინვესტიციო ფონდების …პერსონალურ მონაცემთა დ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა