ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 49. სალიკვიდაციო გეგმა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიანუგზარ მოსიძესალომე ოსეფაშვილი

1.სამსახურისთვის დასამტკიცებლად წარდგენილი სალიკვიდაციო გეგმა უნდა განსაზღვრავდეს ლიკვიდაციის პროცესში მისაღებ ზომებს, მონაწილეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, და უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას: ა) გადაწყვეტილებას ლიკვიდაციის შესახებ; ბ) საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის მიზეზებს და შეფასებას, ემსახურება თუ არა საპენსიო კომპანიის ლიკვიდაცია მონაწილეების ინტერესების დაცვას; გ) ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯების მაქსიმალურ ოდენობას; დ) მონაწილეების საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ე) საპენსიო კომპანიის აქტივების აღწერას; ვ) საპენსიო კომპანიის კრედიტორებისა და მათ წინაშე არსებული ვალდებულებების ოდენობასა და მათ შესახებ ინფორმაციას; ზ) ყველა იმ ზომის შესახებ, რომლებიც მიღებულ იქნა დამსაქმებლების საპენსიო შენატანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ კანონის შესაბამისად მისაღებად; თ) საპენსიო აქტივების რეალიზაციის და მონაწილეებსა და ბენეფიციარებს შორის განაწილების მეთოდსა და პროცედურებს; ი) ლიკვიდაციის პროცესის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შესახებ და ამ პროცესში მონაწილეებისა და ბენეფიციარებისთვის ინფორმაციის მიწოდების წესს.

2.სამსახური უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტების წარდგენა, შეისწავლოს და, საჭიროების შემთხვევაში, ჩაატაროს აუდიტი, განახორციელოს საპენსიო კომპანიის ადგილზე შემოწმება და საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრებს, აუდიტორულ კომპანიებს და მათ წარმომადგენლებს და ნებისმიერ მესამე პირს მოსთხოვოს წერილობითი ან ზეპირი განმარტებები წარდგენილ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან დაკავშირებით.

3.სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სალიკვიდაციო გეგმის დამტკიცების შესახებ სალიკვიდაციო გეგმის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. საჭიროების შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია გააგრძელოს აღნიშნული ვადა.

4.სამსახურს შეუძლია უარი თქვას სალიკვიდაციო გეგმის დამტკიცებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) სალიკვიდაციო გეგმის დამტკიცების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია და ამ განცხადებასთან ერთად წარდგენილი დოკუმენტაცია სრულად, ნათლად და ცალსახად არ ასახავს საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის პროცესსა და ყველა გარემოებას; ბ) საპენსიო კომპანიის ლიკვიდაცია არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს; გ) საპენსიო კომპანიის ლიკვიდაცია ეწინააღმდეგება მონაწილეებისა და ბენეფიციარების ინტერესებს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹³⁸31²37⁵17737775908650484749
მნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…საინვესტიციო ფონდების …ფასიანი ქაღალდების ბაზ…დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს ადმინისტრა…მეწარმეთა შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა