Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებმუხლი 48

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 48. ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების და საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის პირობები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.საპენსიო კომპანიის ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ხდება საპენსიო კომპანიის ლიკვიდაცია. სამსახური უფლებამოსილია გააუქმოს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზია, თუ დარწმუნდება, რომ წარდგენილ იქნა ლიცენზიის მოთხოვნასთან დაკავშირებული მცდარი, არასწორი ან გაყალბებული ინფორმაცია ან საპენსიო კომპანიამ ამ კანონის, სხვა შესაბამისი კანონებისა და მათ საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების მოთხოვნები არაერთგზის ან უხეშად დაარღვია, შესაბამისი დარღვევა არ აღმოფხვრილა ან ამ დარღვევას უარყოფითი გავლენა აქვს საპენსიო სქემის საინვესტიციო საქმიანობაზე ან ლიცენზიის გაუქმება ემსახურება მონაწილეთა ინტერესებს. სამსახური აგრეთვე უფლებამოსილია გააუქმოს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზია საპენსიო კომპანიის ფინანსური მდგომარეობის საგრძნობლად გაუარესების ან/და საპენსიო კომპანიის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის საფრთხის არსებობის შემთხვევაში.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოჩენისას სამსახური აღნიშნულის შესახებ შესაბამისი მიზეზების მითითებით წერილობით აცნობებს საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელ ორგანოს მათ ოფიციალურ მისამართებზე ლიცენზიის გაუქმებამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამსახური მიიჩნევს, რომ ამგვარი შეტყობინება ზიანს მიაყენებს მონაწილეებისა და ბენეფიციარების ინტერესებს.

3.საპენსიო კომპანია უფლებამოსილია ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში.

4.საპენსიო კომპანიის საერთო კრება/პარტნიორთა კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის შესახებ და დაიწყოს საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის პროცედურა, რის შესახებაც 90 კალენდარული დღით ადრე წერილობით ეცნობებათ საპენსიო კომპანიის საპენსიო სქემის (სქემების) თითოეულ მონაწილესა და სამსახურს. ასეთი შეტყობინების გაგზავნისთანავე აღნიშნული სუბიექტები ვალდებული არიან მოამზადონ საპენსიო კომპანიის საპენსიო სქემის (სქემების) ფარგლებში არსებული საპენსიო აქტივების შეფასება და მიიღონ ყველა საჭირო ზომა მონაწილეებისა და ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად, მათ შორის, უზრუნველყონ მონაწილეების არჩევანი, გადაიტანონ საპენსიო აქტივები ახალ საპენსიო კომპანიაში, აქტივების მმართველ კომპანიაში ან მზღვეველთან. მონაწილეებს შეუძლიათ უარი თქვან საპენსიო აქტივების გადატანაზე ახალ საპენსიო კომპანიაში, აქტივების მმართველ კომპანიაში ან მზღვეველთან და საპენსიო აქტივები გაიტანონ ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად.

5.თუ სამსახური გადაწყვეტს საპენსიო კომპანიის ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებას, გამოიყენება შემდეგი პროცედურები: ა) საპენსიო კომპანიის ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების მომენტიდან საპენსიო კომპანიის მიერ რეგისტრირებული საპენსიო სქემის (სქემების) ფარგლებში საპენსიო შენატანების განხორციელება დაუშვებელია; ბ) სამსახური საპენსიო კომპანიის სპეციალიზებულ დეპოზიტარს (დეპოზიტარებს) ატყობინებს საპენსიო კომპანიის ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ და მიმართავს საპენსიო კომპანიის ფარგლებში არსებული საპენსიო სქემის (სქემების) მართვის ქვეშ მყოფი საპენსიო აქტივების გაყინვის თაობაზე; გ) სამსახური ნიშნავს სათანადო კვალიფიკაციის მქონე ლიკვიდატორს, რომელსაც არ აქვს მჭიდრო კავშირი საპენსიო კომპანიასთან, საპენსიო კომპანიის მიერ დაქირავებულ მზღვეველთან ან აქტივების მმართველ კომპანიასთან, საპენსიო კომპანიის დამფუძნებელთან, დამსაქმებელთან (დამსაქმებლებთან), რომლებიც საპენსიო სქემებში ახორციელებენ საპენსიო შენატანებს, ან აღნიშნული სუბიექტების სამეთვალყურეო საბჭოს ან ხელმძღვანელი ორგანოს წევრებთან. სამსახური ადგენს ლიკვიდატორის მიმართ შესაფერისობის კრიტერიუმებს, კომპენსაციის წესს და ლიკვიდატორის მიერ საქმიანობის განხორციელების წესებს. ამ მუხლის შესაბამისად დანიშნული ლიკვიდატორი ფიდუციური ვალდებულების მქონე პირია.

6.თუ საპენსიო კომპანიის საერთო კრება/პარტნიორთა კრება გადაწყვეტს საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციას, გამოიყენება შემდეგი პროცედურები: ა) საპენსიო კომპანიის საერთო კრება/პარტნიორთა კრება ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოამზადოს საპენსიო სქემის (სქემების) ლიკვიდაციის გეგმა და ანგარიშგება, რომელშიც, მათ შორის, აისახება საპენსიო კომპანიის ფარგლებში არსებული ყველა საპენსიო აქტივი და ვალდებულება და ინფორმაცია მის მიერ შერჩეული ლიკვიდატორის შესახებ. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ლიკვიდაციის გეგმა და ანგარიშგება წარედგინება სამსახურს, ხოლო ლიკვიდაციის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება საპენსიო სქემის (სქემების) თითოეულ მონაწილეს; ბ) თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი ანგარიშგების მიხედვით საპენსიო კომპანიის ფარგლებში არსებული ლიკვიდური საპენსიო აქტივები საკმარისია საპენსიო სქემის (სქემების) მონაწილეების საპენსიო აქტივებზე უფლებების სრულად დასაკმაყოფილებლად, საპენსიო სქემის მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, დაუყოვნებლივ გადაიტანონ საპენსიო აქტივები სხვა რეგისტრირებულ საპენსიო სქემაში. თუ საპენსიო კომპანიის ფარგლებში არსებული ლიკვიდური აქტივები საკმარისი არ არის საპენსიო აქტივებზე მონაწილეების უფლებების სრულად დასაკმაყოფილებლად, სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია სამსახურს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშგებასა და ლიკვიდაციის გეგმასთან ერთად წარუდგინოს ლიკვიდაციის პროცესის სამომავლო წარმართვის შესახებ წინადადება, რომელსაც სალიკვიდაციო გეგმასთან ერთად ამტკიცებს სამსახური; გ) ლიკვიდაციის პროცესის სამომავლო წარმართვის შესახებ წინადადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ყველა იმ ზომის შესახებ, რომლებიც მიღებულ იქნა დამსაქმებელთა საპენსიო შენატანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ კანონის შესაბამისად მისაღებად; დ) საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო და ხელმძღვანელი ორგანო, თუ სამსახური არ ჩათვლის მიზანშეწონილად, აგრძელებენ საპენსიო სქემის მართვას სამსახურის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. ამგვარი მართვა გრძელდება საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის დასრულებამდე ან საპენსიო აქტივებისა და ვალდებულებების სხვა საპენსიო სქემაში სრულად გადატანამდე; ე) სამსახური უფლებამოსილია უარყოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ამ პუნქტის შესაბამისად წარდგენილი სალიკვიდაციო გეგმა და ლიკვიდაციის პროცესის სამომავლო წარმართვის შესახებ წინადადება და ასეთ შემთხვევაში განსაზღვროს ლიკვიდატორის დანიშვნის აუცილებლობა ამ კანონის შესაბამისად.

7.ლიკვიდატორს ან საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს სამსახურის წინასწარი თანხმობით შეუძლია საპენსიო კომპანიის საპენსიო სქემის (სქემების) ფარგლებში არსებული აქტივები და ვალდებულებები გადასცეს ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ სხვა ინდივიდუალურ საპენსიო სქემას. აღნიშნულის შესახებ საპენსიო სქემის (სქემების) მონაწილეებს წერილობით უნდა ეცნობოთ 30 კალენდარული დღით ადრე.

8.სამსახურის მიერ დანიშნულ ლიკვიდატორს ენიჭება საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს და ყველა სხვა მმართველი ორგანოს სრული უფლებამოსილებები. სამსახურის მიერ დანიშნული ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია სამსახურისა და მონაწილეების წინაშე.

9.ამ თავის შესაბამისად საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება საპენსიო კომპანიის მიმართ ყველა მიმდინარე სააღსრულებო წარმოება.

10.„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გადახდისუუნარობისა და ლიკვიდაციის პროცედურები და წესები არ ვრცელდება საპენსიო კომპანიაზე.

11.ლიკვიდაციის დასრულებამდე ლიკვიდაციისადმი დაქვემდებარებულ საპენსიო კომპანიაზე ვრცელდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები.

12.ლიკვიდაციისადმი დაქვემდებარებული საპენსიო კომპანიის საპენსიო სქემის ფარგლებში დამსაქმებლის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანები, რომლებზედაც მონაწილეებს მინიჭებული აქვთ უპირობო უფლებები, არ შეიძლება დაუბრუნდეს დამსაქმებელს.

13.ამ მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა ან/და წესი არ გამორიცხავს მონაწილის რეგრესის ან/და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ლიკვიდატორის, საპენსიო კომპანიის, აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის, ფიდუციური ვალდებულების მქონე პირების ან ასეთ პირებთან მჭიდროდ დაკავშირებული ნებისმიერი პირის (პირების) მიმართ.

14.საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას სამსახური იმავე დღეს სარეგისტრაციოდ წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს.

წინა მუხლი 47შემდეგი მუხლი 49

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-07-19

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 17საპენსიო კომპანიისთვის ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე ან აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლები
  • 16საპენსიო კომპანიის ლიცენზირების პირობები
  • 51სამსახურის უფლებამოსილებები

დაზღვევის შესახებ

  • 27¹სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება
  • 33³მზღვეველის ლიკვიდაცია
  • 20სამსახურის ფუნქციები

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 8ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14¹⁴სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 26საპენსიო სქემის შეწყვეტა

მაუწყებლობის შესახებ

  • 74ლიცენზიის გაუქმება

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 7საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 54ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2614¹⁴85427¹33³2074717165148
მნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…დაზღვევის შესახებკერძო დაცვითი საქმიანო…სააღსრულებო წარმოებათა…არასახელმწიფო საპენსიო…მაუწყებლობის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 19 ივლ. 2023