Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაწყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებმუხლი 29

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

მუხლი 29. გარდამავალი დებულებები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 9 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში დაამტკიცოს: ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოების წესი; ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების ტიპური ფორმა; გ) (ამოღებულია - 03.05.2023, №2817) ; დ) წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის ფორმა.

2.ეროვნულმა კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 წლის ვადაში: ა) დაამტკიცოს პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის/სხვა წყალმომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგია; ბ) დაადგინოს პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის/სხვა წყალმოსარგებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფები; გ) განსაზღვროს რეგულირების საფასურის ოდენობა და დაამტკიცოს ამ საფასურის გადახდის წესი.

3.სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების დაფუძნებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ მათთვის წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების მომსახურების ტერიტორიებზე არსებული საირიგაციო ინფრასტრუქტურის სარგებლობაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.ეროვნული კომისია მომსახურების ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის წარმოშობილ დავას განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის/სხვა წყალმომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცებისა და იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის/სხვა წყალმომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის შემდეგ.

5.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის/სხვა წყალმომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცებამდე და იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის/სხვა წყალმომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენამდე პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის წარმოშობილი დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს საერთო სასამართლოში.

6.ეროვნულმა კომისიამ 2023 წლის 30 აგვისტომდე უზრუნველყოს: ა) წყლის მიწოდების წესების დამტკიცება; ბ) ამ კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასთან/სხვა წყალმომხმარებელთან გასაფორმებელი მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების დამტკიცება.

7.სამინისტრომ 2023 წლის 30 აგვისტომდე უზრუნველყოს წყლის მიწოდების რეჟიმის განსაზღვრის წესისა და მორწყვის ნორმების დამტკიცება.

8.2029 წლამდე ეროვნულმა კომისიამ უზრუნველყოს ჭარბი წყლის სადრენაჟო, დამშრობი ქსელით მოცილებასთან, ტრანსპორტირებასა და გარემოში ჩაშვებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად სადრენაჟო მომსახურების ტარიფის დადგენა, ხოლო სამინისტრომ ამ ტარიფის დასადგენად ეროვნულ კომისიასთან თანამშრომლობით უზრუნველყოს შესაბამისი კანონის პროექტის მომზადება. საქართველოს 2023 წლის 3 მაისის კანონი №2817 – ვებგვერდი, 19.05.2023წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3774 – ვებგვერდი, 14.12.2023წ. საქართველოს 2026 წლის 9 ივნისის კანონი №1640 – ვებგვერდი, 11.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 11 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 19 მაი. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 11 ივნ. 2026
  2. 14 დეკ. 2023
  3. 19 მაი. 2023
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 28შემდეგი მუხლი 30

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 9 ივნ. 2026 · №3

  • 3 ცვლილება · ბოლო 11 ივნ. 2026
  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 27

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

  • 5პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფი
  • 7წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფუძნება
  • 13წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 163ცალკეული წყალმომარაგების ტარიფები და მათი დარიცხვის წესი გარდამავალ პერიოდში

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 69გარდამავალი დებულებები

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 27გარდამავალი დებულებები
  • 18¹ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების პროცედურები
  • 3¹ელექტრონული ფორმით მომხმარებლის ინფორმირება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 64გარდამავალი დებულებანი

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

  • 17გარდამავალი დებულება

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 20კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ

  • 9გარდამავალი დებულებანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2064172718¹3¹96927571316329
მითითებამნიშვნელობით ახლოსწყალმომხმარებელთა ორგა…ენერგეტიკისა და წყალმო…მეზღვაურთა განათლებისა…სასმელი წყლის მიწოდები…ელექტრონული კომუნიკაცი…საინვესტიციო საქმიანობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 9 ივნ. 2026 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026