თავდაცვის კოდექსი

მუხლი 120. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტი

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტია სამხედრო კონტინგენტი და არასამხედრო კონტინგენტი.

2.საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად სამხედრო კონტინგენტი იქმნება სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებისგან.

3.საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობა არასამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში შეიძლება მიიღოს სამინისტროს სისტემის სამოქალაქო მოსამსახურემ ან/და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურემ, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მოსამსახურემ.

4.საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე: ა) სამხედრო კონტინგენტი მოიცავს სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებსა და შესაბამის რესურსს; ბ) არასამხედრო კონტინგენტი მოიცავს სამინისტროს სისტემის სამოქალაქო მოსამსახურეებს ან/და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს და შესაბამის რესურსს. არასამხედრო კონტინგენტი შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მოსამსახურეებსა და შესაბამის რესურსს.

5.საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტს შეარჩევს ამ სწავლებაში მონაწილე შესაბამისი სახელმწიფო უწყება.

6.საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტის მხარდაჭერა შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს კონტრაქტორის მომსახურებით. ეს საკითხი წესრიგდება სამინისტროსა და კონტრაქტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტია სამხედრო კონტინგენტი და არასამხედრო კონტინგენტი. 2. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად სამხედრო კონტინგენტი იქმნება სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებისგან. 3. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობა არასამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში შეიძლება მიიღოს სამინისტროს სისტემის სამოქალაქო მოსამსახურემ ან/და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურემ, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მოსამსახურემ. 4. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე: ა) სამხედრო კონტინგენტი მოიცავს სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებსა და შესაბამის რესურსს; ბ) არასამხედრო კონტინგენტი მოიცავს სამინისტროს სისტემის სამოქალაქო მოსამსახურეებს ან/და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს და შესაბამის რესურსს. არასამხედრო კონტინგენტი შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მოსამსახურეებსა და შესაბამის რესურსს. 5. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტს შეარჩევს ამ სწავლებაში მონაწილე შესაბამისი სახელმწიფო უწყება. 6. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტის მხარდაჭერა შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს კონტრაქტორის მომსახურებით. ეს საკითხი წესრიგდება სამინისტროსა და კონტრაქტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
618337¹14 (დ…2313712612212312120
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისაჯარო სამართლის იურიდ…პენიტენციური კოდექსისაქართველოს გარემოს და…ტერორიზმთან ბრძოლის შე…საქართველოს შრომის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა