თავდაცვის კოდექსი

მუხლი 183. კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი სამართლებრივი აქტები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს მთავრობამ: ა) ამ კოდექსის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში დაამტკიცოს: ა.ა) სამხედრო ფიცის ტექსტი; ა.ბ) საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტის მოსამსახურის მიერ სხვა პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი; ა.გ) სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა; ა.დ) სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მოსამსახურის მიერ სხვა პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი; ბ) 2025 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გაწვევის წესი.

2.მინისტრმა ამ კოდექსის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში განსაზღვროს: ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ჯანმრთელობის დაცვასთან (მათ შორის, მის რეაბილიტაციასთან), მისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასა და შესაბამის ანაზღაურებასთან, აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულებასთან დაკავშირებული საკითხები; ბ) სამხედრო მოსამსახურის წოდებრივი დაწინაურების წესი და პროცედურები, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეების წოდებრივი კატეგორიები, რომელთა წოდებრივი დაწინაურება ხდება ცენტრალიზებულად, შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილებით; გ) საზღვარგარეთ არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისა და ანაზღაურების შენარჩუნების წესები; დ) სამხედრო-სამედიცინო კომისიის შექმნის, მის მიერ სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესი და შესაბამისი დაავადებების/ტრავმების ნუსხა; ე) სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის დაკომპლექტებისა და მივლინების ორგანიზაციული საკითხები, აგრეთვე არასამხედრო კონტინგენტის მივლინების ორგანიზაციული საკითხები; ვ) ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისროს, ან/და ამ ქმედებასთან დაკავშირებული საკითხები.

3.საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა ამ კოდექსის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს მთავრობამ: ა) ამ კოდექსის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში დაამტკიცოს: ა.ა) სამხედრო ფიცის ტექსტი; ა.ბ) საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტის მოსამსახურის მიერ სხვა პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი; ა.გ) სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა; ა.დ) სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მოსამსახურის მიერ სხვა პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი; ბ) 2025 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გაწვევის წესი. 2. მინისტრმა ამ კოდექსის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში განსაზღვროს: ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ჯანმრთელობის დაცვასთან (მათ შორის, მის რეაბილიტაციასთან), მისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასა და შესაბამის ანაზღაურებასთან, აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულებასთან დაკავშირებული საკითხები; ბ) სამხედრო მოსამსახურის წოდებრივი დაწინაურების წესი და პროცედურები, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეების წოდებრივი კატეგორიები, რომელთა წოდებრივი დაწინაურება ხდება ცენტრალიზებულად, შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილებით; გ) საზღვარგარეთ არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისა და ანაზღაურების შენარჩუნების წესები; დ) სამხედრო-სამედიცინო კომისიის შექმნის, მის მიერ სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესი და შესაბამისი დაავადებების/ტრავმების ნუსხა; ე) სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის დაკომპლექტებისა და მივლინების ორგანიზაციული საკითხები, აგრეთვე არასამხედრო კონტინგენტის მივლინების ორგანიზაციული საკითხები; ვ) ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისროს, ან/და ამ ქმედებასთან დაკავშირებული საკითხები. 3. საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა ამ კოდექსის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3563402427241501313541145146183
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიპენიტენციური კოდექსიიარაღის შესახებეროვნული უსაფრთხოების …სახელმწიფო კომპენსაციი…ადამიანის ქსოვილებისა …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა