Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის კოდექსიმუხლი 24

თავდაცვის კოდექსი

მუხლი 24. სამხედრო პოლიციის უფლებამოსილებები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026
თემები:პერსონალის უფლებებისამხედრო ტრიბუნალებიმართლმსაჯულების და სამხედრო დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

სამხედრო პოლიციის უფლებამოსილებებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულის თავიდან აცილება, გამოვლენა, გამოძიება და კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესრულება; ბ) ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩატარება, დანაშაულის აღკვეთა/გახსნა, გამოძიების დაწყება/წარმოება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში; გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფარული ვიდეოჩაწერის ან/და აუდიოჩაწერის, ფოტოგადაღების განხორციელება, ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და გარემოს; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში იმ პირის ძებნა, რომელიც თავს არიდებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას, სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გამოცხადებას ან სამხედრო სამსახურის გავლას, და საჭიროების შემთხვევაში მისი შესაბამის სამსახურში წარდგენის უზრუნველყოფა; ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თავიდან აცილება, გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; ვ) თავდაცვის ძალებში მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; ზ) სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სისტემის ობიექტების დაცვის ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა; თ) სამინისტროსა და მისი სისტემის უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა; ი) სამინისტროსა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნების თავდაცვის სისტემის მაღალი რანგის სამოქალაქო და სამხედრო თანამდებობის პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა (საჭიროების შემთხვევაში მათი ესკორტით გადაადგილება) შესაბამის დაწესებულებებთან თანამშრომლობით; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მართლწესრიგის დაცვის მოთხოვნა, ხოლო ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში − საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება; ლ) თავდაცვის ძალების დისლოკაციის ადგილებში უსაფრთხოების ოფიცრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; მ) თავდაცვის ძალების დისლოკაციის ადგილების შეცვლისას და საბრძოლო-სატრანსპორტო ტექნიკის გადაადგილებისას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა, აგრეთვე ცალკეული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩასატარებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გზებისა და ქუჩების მონაკვეთების ჩაკეტვა ან შესაბამის ადგილებში მოძრაობის შეზღუდვა; ნ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, პირის დევნისას, დაკავებული პირის პოლიციაში წარსადგენად, სამკურნალო დაწესებულებაში იმ პირის მისაყვანად, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევას საჭიროებს, სატრანსპორტო საშუალებებით (გარდა დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის ტრანსპორტისა და სპეციალური ტრანსპორტისა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უსასყიდლოდ სარგებლობა; ო) საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს დასახლებულ პუნქტებში, საგზაო მაგისტრალებზე და ტერიტორიულ წყლებში სპეციალური კონტროლისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება; პ) დანაშაულის გარემოებებისა და მისი ჩამდენი პირის დასადგენად, გამოძიებისა და სასამართლოსგან მიმალული პირის, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მოსაძებნად, ამოუცნობი გვამის ვინაობის დასადგენად, სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად, მართლწესრიგის განსამტკიცებლად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობა; ჟ) მგზავრების პირადი დაცვის უზრუნველსაყოფად, ბრალდებულის დაკავების ან დაპატიმრების მიზნით შესაბამისი ორგანოებისთვის დადგენილი წესით სარკინიგზო, საზღვაო ან საჰაერო ტრანსპორტის გასვლის გონივრული ვადით შეყოვნების მოთხოვნით მიმართვა; რ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა; ს) სამინისტროს სისტემის მოსამსახურის სამსახურებრივი დოკუმენტის შემოწმება, საქმესთან დაკავშირებით გამოსაკითხი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შემოწმება, თუ არსებობს საკმარისი ინფორმაცია მის მიერ დანაშაულის, ადმინისტრაციული გადაცდომის ან დისციპლინური დარღვევის ჩადენის შესახებ; ტ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეთა უკანონო გამოსვლების/შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა აქციების მოწყობის აღკვეთა; უ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში ბრალდებულის ან/და ამოუცნობი გვამის რეგისტრაციის, დაქტილოსკოპირების, ფოტოგადაღების, კინოგადაღების, ვიდეოგადაღებისა და აუდიოგადაღების განხორციელება, შედარებითი გამოკვლევისთვის ნიმუშის აღება და საექსპერტო გამოკვლევის ჩატარება სისხლის სამართლის საქმესა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე; ფ) სამხედრო მოსამსახურის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება; ქ) თავდაცვის ძალების აღმშენებლობის, სამობილიზაციო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის განმტკიცების მიზნით თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მხარდაჭერა; ღ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია; ყ) მანევრებისა და მობილურობის ოპერაციების, აგრეთვე საბრძოლო მოქმედებების რაიონის უსაფრთხოებისა და ზურგის ოპერაციების განხორციელება/მხარდაჭერა; შ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სპეციალური დავალებების შესრულება.

წინა მუხლი 23შემდეგი მუხლი 25

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბრძანების შეუსრულებლობა (მუხლი 383)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამხედრო დანაშაული (თავი XXXIX) - ადვოკატი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დაცვა სამხედრო სასამართლოში (ტრიბუნალში)სერვისის გვერდი
  • სამხედრო დავები და გასაჩივრებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-13 · №12

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 25სამხედრო პოლიციის ვალდებულებები
  • 23სამხედრო პოლიციის საქმიანობის მიზნები და ამოცანები
  • 17სამხედრო პოლიციის სამართლებრივი სტატუსი

პოლიციის შესახებ

  • 17პოლიციის უფლებამოსილებანი
  • 16პოლიციის ფუნქციები
  • 18პოლიციის პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები

ფინანსური პოლიციის შესახებ

  • 8პოლიციის უფლებამოსილებანი

სამხედრო პროკურატურის შესახებ

  • 22კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამხედრო პროკურორი მონაწილეობს სამხედრო სასამართლოების მიერ საქმეთა განხილვაში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 8სამსახურის უფლებამოსილებანი

პენიტენციური კოდექსი

  • 10სამსახურის უფლებამოსილებები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 12სამსახურის უფლებამოსილება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 204სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8204817161812222523171024
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიპოლიციის შესახებფინანსური პოლიციის შეს…სამხედრო პროკურატურის …საქართველოს ფინანსთა ს…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026