თავდაცვის კოდექსი

მუხლი 37. სამხედრო მოსამსახურის შრომის ანაზღაურება განსაკუთრებულ პირობებში

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც საომარ მოქმედებებში უშუალოდ მონაწილეობდა ან მშვიდობიანობის დროს სპეციალურ დავალებას ასრულებდა, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე წოდებრივი სარგო მიეცემა სამმაგი ოდენობით.

2.სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც საომარ მოქმედებებში უშუალოდ არ მონაწილეობდა, მაგრამ უზრუნველყოფდა საბრძოლო მოქმედებებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე წოდებრივი სარგო მიეცემა ორმაგი ოდენობით.

3.სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ჯანმრთელობისთვის მავნე გარემოში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე წოდებრივი სარგო მიეცემა ერთნახევარი ოდენობით.

4.სამხედრო მოსამსახურეს ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებებისთვის, რომელთათვისაც დაწესებულია სამმაგი, ორმაგი და ერთნახევარი ოდენობების წოდებრივი სარგო, იმავე პრინციპით წელთა ნამსახურობა დაუანგარიშდება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისთვის.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც საომარ მოქმედებებში უშუალოდ მონაწილეობდა ან მშვიდობიანობის დროს სპეციალურ დავალებას ასრულებდა, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე წოდებრივი სარგო მიეცემა სამმაგი ოდენობით. 2. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც საომარ მოქმედებებში უშუალოდ არ მონაწილეობდა, მაგრამ უზრუნველყოფდა საბრძოლო მოქმედებებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე წოდებრივი სარგო მიეცემა ორმაგი ოდენობით. 3. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ჯანმრთელობისთვის მავნე გარემოში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე წოდებრივი სარგო მიეცემა ერთნახევარი ოდენობით. 4. სამხედრო მოსამსახურეს ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებებისთვის, რომელთათვისაც დაწესებულია სამმაგი, ორმაგი და ერთნახევარი ოდენობების წოდებრივი სარგო, იმავე პრინციპით წელთა ნამსახურობა დაუანგარიშდება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისთვის.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4611¹³11¹⁸15³63506414915081192737
მნიშვნელობით ახლოსდანაშაულის პრევენციის,…თავდაცვის კოდექსისამოქალაქო უსაფრთხოები…პენიტენციური კოდექსისახელმწიფო დაცვის სპეც…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა