თავდაცვის კოდექსი

მუხლი 70. სამედიცინო შემოწმება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წვევამდელთა სამედიცინო შემოწმების ჩატარების მიზნით ფუნქციონირებს მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია.

2.მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია სამედიცინო შემოწმების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში − დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის) ჩატარების შემდეგ ადგენს წვევამდელის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის შესაბამისობის ხარისხსა და კატეგორიას.

3.წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირის (წვევამდელის) სამედიცინო შემოწმებას ატარებს მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია.

4.მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია სამედიცინო შემოწმების ჩატარების შემდეგ იღებს სათანადო გადაწყვეტილებას, კერძოდ, გამოაქვს წვევამდელის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის შესაბამისობის შესახებ დასკვნა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) შესაბამისია სამხედრო სამსახურისთვის; ბ) შესაბამისია სამხედრო სამსახურისთვის უმნიშვნელო შეზღუდვით; გ) შეზღუდულად შესაბამისია სამხედრო სამსახურისთვის; დ) დროებით შეუსაბამოა სამხედრო სამსახურისთვის; ე) შეუსაბამოა სამხედრო სამსახურისთვის.

5.მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემადგენლობა და უფლებამოსილება, მისი შექმნისა და საქმიანობის წესი, აგრეთვე სამედიცინო შემოწმების (მათ შორის, დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის) ორგანიზებისა და ჩატარების წესი სამინისტროს წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

6.მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია სამედიცინო შემოწმების ჩატარებისას ხელმძღვანელობს მინისტრის მიერ დამტკიცებული დაავადებების/ტრავმების ნუსხით.

7.სამედიცინო შემოწმების ჩატარების დროს პირი თავისუფლდება სამსახურიდან/საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სამუშაო/სწავლების ადგილისა და შრომის ანაზღაურების/სტიპენდიის შენარჩუნებით.

8.წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირისთვის (წვევამდელისთვის) ჩატარებული დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა და მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოები ფინანსდება მხარჯავი დაწესებულების − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებით.

9.(ამოღებულია - 24.06.2025, №713);. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1216 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. წვევამდელთა სამედიცინო შემოწმების ჩატარების მიზნით ფუნქციონირებს მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია. 2. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია სამედიცინო შემოწმების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში − დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის) ჩატარების შემდეგ ადგენს წვევამდელის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის შესაბამისობის ხარისხსა და კატეგორიას. 3. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირის (წვევამდელის) სამედიცინო შემოწმებას ატარებს მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია. 4. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია სამედიცინო შემოწმების ჩატარების შემდეგ იღებს სათანადო გადაწყვეტილებას, კერძოდ, გამოაქვს წვევამდელის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის შესაბამისობის შესახებ დასკვნა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) შესაბამისია სამხედრო სამსახურისთვის; ბ) შესაბამისია სამხედრო სამსახურისთვის უმნიშვნელო შეზღუდვით; გ) შეზღუდულად შესაბამისია სამხედრო სამსახურისთვის; დ) დროებით შეუსაბამოა სამხედრო სამსახურისთვის; ე) შეუსაბამოა სამხედრო სამსახურისთვის. 5. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემადგენლობა და უფლებამოსილება, მისი შექმნისა და საქმიანობის წესი, აგრეთვე სამედიცინო შემოწმების (მათ შორის, დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის) ორგანიზებისა და ჩატარების წესი სამინისტროს წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 6. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია სამედიცინო შემოწმების ჩატარებისას ხელმძღვანელობს მინისტრის მიერ დამტკიცებული დაავადებების/ტრავმების ნუსხით. 7. სამედიცინო შემოწმების ჩატარების დროს პირი თავისუფლდება სამსახურიდან/საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სამუშაო/სწავლების ადგილისა და შრომის ანაზღაურების/სტიპენდიის შენარჩუნებით. 8. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირისთვის (წვევამდელისთვის) ჩატარებული დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა და მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოები ფინანსდება მხარჯავი დაწესებულების − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებით. 9. (ამოღებულია - 24.06.2025, №713);. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1216 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 16 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 16 დეკ. 2025 – 1 იან. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 დეკ. 2025
  2. 70-ე მუხლის პირველ ნაწილში სამედიცინო საექსპერტო კომისია აღარ არის დაკავშირებული ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან და შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრთან, არამედ ფუნქციონირებს სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად; მე-9 ნაწილი ამოღებულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4422¹197¹23²147¹30¹181317969683614570
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს დაზვერვის …სამხედრო და ორმაგი დან…პენიტენციური კოდექსიპაციენტის უფლებების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა