Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებმუხლი 38

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

მუხლი 38. ინსპექტორის უფლებამოსილება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ინსპექტორი უფლებამოსილია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს ქსოვილის ბანკების/შესაბამისი დაწესებულებების, ამ კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ლაბორატორიისა და ამავე კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებული მესამე მხარის დაწესებულებების საქმიანობის კონტროლის ღონისძიებები; ბ) შეამოწმოს და შეაფასოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებები და მათი საქმიანობა; გ) შევიდეს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებების ობიექტებზე, შენობა-ნაგებობებში და შეამოწმოს ისინი, ასევე შეამოწმოს ამ დაწესებულებების მოწყობილობები, აპარატურა/ხელსაწყოები, აღჭურვილობა, მასალები და სხვა; დ) შეამოწმოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა ჩანაწერი, ხარისხის სისტემის დოკუმენტაცია, აგრეთვე შეისწავლოს, დალუქოს და ამოიღოს ყველა დოკუმენტი, რომელთა შემოწმებაც აუცილებელია კონტროლის განსახორციელებლად, გადაიღოს დოკუმენტების ასლები; ე) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებისგან ან/და შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისგან შეაგროვოს და დაამუშაოს შემოწმებისთვის საჭირო ინფორმაცია, მოითხოვოს შესაბამისი ახსნა-განმარტება; ვ) მოითხოვოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების იმ შენობის, ობიექტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, აღჭურვილობის ან ნებისმიერი სხვა ნივთის ანდა ნივთიერების დალუქვა ან ამოღება, რომლითაც ეს დაწესებულება საქმიანობას ახორციელებს; ზ) გამოავლინოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების საქმიანობაში არსებული დარღვევა ან/და საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, მოითხოვოს მისი აღმოფხვრა და მის აღმოსაფხვრელად განახორციელოს სათანადო ღონისძიებები; თ) შესაბამისი დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება ამ დაწესებულებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დასაკისრებლად; ი) უზრუნველყოს ქსოვილის განაწილების შეჩერება, განაწილებული ქსოვილის გამოხმობა, ჩამორთმევა და შესაბამისი განკარგვა, თუ ქსოვილი არ აკმაყოფილებს ამ კანონითა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით ქსოვილის ხარისხისა და უსაფრთხოებისთვის დადგენილ მოთხოვნებს; კ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებები და შეასრულოს მისთვის დაკისრებული სხვა მოვალეობები.

2.ინსპექტორს უნდა ჰქონდეს ინსპექტორის საიდენტიფიკაციო მოწმობა. ეს ოფიციალური დოკუმენტი ინსპექტორმა უნდა წარუდგინოს იმ დაწესებულებას, რომლის საქმიანობის ინსპექტირებაც ტარდება. ინსპექტორის საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

3.ინსპექტორმა უნდა შეადგინოს ჩატარებული ინსპექტირებისა და განხორციელებული მოქმედებების შესახებ ანგარიში. ეს ანგარიში უნდა მოიცავდეს ინსპექტირების ჩატარებისას გაკეთებულ ყველა დასკვნას. ამ დასკვნებში მკაფიოდ უნდა იყოს აღნიშნული გამოვლენილი ხარვეზები.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში ინსპექტირების დასრულებიდან 30 დღის ვადაში უნდა წარედგინოს იმ დაწესებულებას, რომლის საქმიანობის შემოწმებაც (ინსპექტირებაც) ჩატარდა.

წინა მუხლი 37შემდეგი მუხლი 39

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №2

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 25მუხლი 33

მიუთითებენ მასზე

მუხლი 41

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 37კონტროლი და ინსპექტირება
  • 39ინსპექტორის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა

შრომის ინსპექციის შესახებ

  • 16ინსპექტირების განხორციელების წესი
  • 13ინსპექტირების დაწყების საფუძვლები

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

  • 14კონტროლი და ინსპექტირება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 8სამსახურის უფლებამოსილებანი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 15მოთხოვნები რეგულირების ობიექტის მიმართ ინსპექტირების ხელშეწყობისთვის
  • 23რეგულირების ობიექტის უფლებები ინსპექტირების პროცესში

ფინანსური პოლიციის შესახებ

  • 8პოლიციის უფლებამოსილებანი

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 78საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილება

აკვაკულტურის შესახებ

  • 38შესვლა და ინსპექტირება

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 43კონტროლისა და ინსპექტირების ზოგადი წესები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
881523387816131425334137394338
მითითებამნიშვნელობით ახლოსადამიანის ქსოვილებისა …შრომის ინსპექციის შესა…ადამიანის სისხლისა და …საქართველოს ფინანსთა ს…საქართველოს გარემოს და…ფინანსური პოლიციის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025