საზღვაო კოდექსი

მუხლი 44¹⁰

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ მუხლით განსაზღვრული უფლებები ენიჭება გემის ინსპექტორს შეფასების, კონტროლის ან ამ კოდექსის 44 9 მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის სათანადო პროცედურების განსახორციელებლად.

2.გემის ინსპექტორს მინიჭებული აქვს უფლება, უფლებამოსილების განხორციელებისას მარტო ან იმ პირის თანხლებით, რომლის დასწრებასაც იგი აუცილებლად მიიჩნევს, და იმ დანადგარითა და მატერიალური აღჭურვილობით, რომლებსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს: ა ) ავიდეს საქართველოს ნებისმიერ გემზე, მოიპოვოს ყველა აუცილებელი ინფორმაცია, როგორც ნავსადგურში, ისე ნაოსნობის დროს, გააკონტროლოს და შეამოწმოს საქართველოს ნებისმიერი გემი, რომელიც შემოწმებისას აღიარებული ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება; ბ ) შევიდეს, გააკონტროლოს, შეამოწმოს და გამოიკვლიოს საქართველოში ან სხვაგან არსებული ნებისმიერი უძრავი ქონება, გარდა კერძო საკუთრებისა, თუ არსებობს საკმარისი მიზეზი, რომ იგი არის შესაფასებელი აღიარებული ორგანიზაციის ქონება ან მას ეს აღიარებული ორგანიზაცია იყენებს თავისი საქმიანობის მიზნებისათვის; გ ) შეამოწმოს ნებისმიერი სახით არსებულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მონაცემები, წიგნები და დოკუმენტები, რომლებიც ინახება ამ ნაწილის „ ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს გემზე, ან ამავე ნაწილის „ ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ უძრავ ქონებაში ან სხვა ადგილას ( გარდა კერძო საკუთრებისა) , თუ მას საკმარისი მიზეზი აქვს, ივარაუდოს, რომ ისინი შეიცავენ მისთვის საინტერესო ინფორმაციას, ან თუ დაშვება დაკავშირებულია უშუალოდ იმ მიზანთან, რომლისთვისაც მას მინიჭებული აქვს ინსპექტირების ჩატარების უფლება. გემის ინსპექტორს უფლება აქვს, გადაიღოს აღნიშნული ინფორმაციის ან ამონარიდების ასლები, თუ მას საკმარისი მიზეზი აქვს, ივარაუდოს, რომ ეს ინფორმაცია ან ამონარიდები შესაძლებელია გამოიყენებოდეს სამხილებად სისხლის ან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია ამ კოდექსით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობასთან.

3.ამ მუხლის მე -2 ნაწილის „ ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს გემის ოპერატორი, კაპიტანი ან სხვა მეზღვაური, ანდა აღიარებული ორგანიზაცია ან პირი, რომელიც პასუხისმგებელია იმავე ნაწილის „ ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, გარდა კერძო საკუთრებისა, ვალდებული არიან უზრუნველყონ გემის ინსპექტორი დახმარებითა და აუცილებელი ინფორმაციით, რომლებიც საჭიროა ინსპექტორის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №31 · ძალაშია 18 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 14 ივნ. 1997 – 19 ივნ. 2012 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
246144¹⁷44¹44³633 (და…19 (დ…15 (დ…23 (დ…273844¹⁰
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსიმეზღვაურთა განათლებისა…საქართველოს საზღვაო სი…საქართველოს გარემოს და…მეზღვაურთა შრომის შესა…ადამიანის ქსოვილებისა …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა