საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

მუხლი 15 (დანართი 1). მოთხოვნები რეგულირების ობიექტის მიმართ ინსპექტირების ხელშეწყობისთვის

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ობიექტის ხელმძღვანელობა ვალდებულია ინსპექტირების პროცესში დეპარტამენტის კანონიერი ქმედებების განხორციელებისას: ა) საჭიროების შემთხვევაში აღჭურვოს ინსპექტირების განმახორციელებელი პირი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს მათ ინფორმაცია უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ, გამოუყოს მათ სამუშაო ადგილი და უზრუნველყოს მათი საოფისე ტექნიკასთან (კომპიუტერი, ფაქსი, ქსეროქსი და სხვ.) ხელმისაწვდომობა; ბ) ხელი შეუწყოს ინსპექტირების განმახორციელებელ პირს თავისუფლად გადაადგილდეს ობიექტის ტერიტორიაზე, სადაც უნდა განხორციელდეს ინსპექტირებისთვის საჭირო ღონისძიებები; გ) დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მითითების შესაბამისად შეაჩეროს ობიექტის საწარმოო დანადგარებისა და მოწყობილობების სამუშაო პროცესი ან არ დაუშვას მათი გამორთვა ან მათთან ხელმისაწვდომობის შეზღუდვა; დ) წარადგინოს დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია, მასალები და სხვა ინფორმაცია (დანართი №2); ე) არ დაუშვას ისეთი ოპერაციების შეზღუდვა, რომლებიც აუცილებელია სინჯებისა და ნიმუშების ასაღებად; ვ) უზრუნველყოს დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში შემოწმებისათვის უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება; ზ) საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში ინსპექტირების განხორციელებისას ხელი შეუწყოს დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს კანონიერი ქმედებების განხორციელებაში, მათ შორის, დაჭერილი თევზის შემოწმების მიზნით მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ ამოიღოს წყლის ობიექტიდან ის ბადე-იარაღები, რომლებითაც ახორციელებს თევზჭერას; თ) ასევე შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

2.ინსპექტირების განხორციელებისას დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე აფრთხილებს რეგულირების ობიექტის ხელმძღვანელს ან მის წარმომადგენელს, რომელიც ხელს უშლის (აფერხებს) დეპარტამენტის კანონიერი მოქმედებების განხორციელებას, მოსალოდნელი პასუხისმგებლობისა და ამგვარი ქმედებებისათვის შესაძლო სანქციების შესახებ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 3 ივლ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
132144¹⁰44¹⁷39232124 (დ…23 (დ…14 (დ…383715 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს გარემოს და…საზღვაო კოდექსიოპერატიულ-სამძებრო საქ…ადამიანის ქსოვილებისა …პროდუქტის უსაფრთხოების…კერძო დაცვითი საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა