ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

მუხლი 33. სერიოზული გვერდითი მოვლენებისა და სერიოზული გვერდითი რეაქციების მონიტორინგი და მართვა და მათ შესახებ ანგარიშგება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიირაკლი ღლონტიალექსანდრე ხარატიშვილი

1.ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის/პროცედურის მონაწილე ყველა პირი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა რეციპიენტისთვის ნებისმიერი დაავადების გადაცემის რისკის შესამცირებლად და ნებისმიერი ქმედების თავიდან ასაცილებლად, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გადასანერგად განკუთვნილი ორგანოს ხარისხსა და უსაფრთხოებაზე.

2.ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის/პროცედურის მონაწილე ყველა სამედიცინო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს ზედამხედველობის სისტემა, რათა უზრუნველყოს: ა) სერიოზული გვერდითი მოვლენისა და სერიოზული გვერდითი რეაქციის მონიტორინგი და მართვა და მათ შესახებ ანგარიშგება; ბ) სერიოზული გვერდითი მოვლენისა და სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ სწრაფი შეტყობინება და შესაბამისი ღონისძიების განხორციელება; გ) იმ ორგანოს, პრეზერვაციისთვის გამოყენებული ხსნარის ამოღება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენა ან სერიოზული გვერდითი რეაქცია.

3.ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის/პროცედურის მონაწილე ყველა სამედიცინო დაწესებულებამ და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის ყველა წევრმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს კომპეტენტურ უწყებას ნებისმიერი საეჭვო სერიოზული გვერდითი მოვლენის ან სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ და სერიოზული გვერდითი მოვლენით ან სერიოზული გვერდითი რეაქციით მიყენებული ზიანის შესამცირებლად დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა სათანადო ეროვნული ოპერაციული პროტოკოლის შესაბამისად.

4.სერიოზული გვერდითი მოვლენის ან/და სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ დროულად შეტყობინების, ანგარიშგებისა და მართვის ეროვნული ოპერაციული პროტოკოლი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ოპერაციული პროტოკოლი უნდა ითვალისწინებდეს აგრეთვე სერიოზულ გვერდით რეაქციასთან ან სერიოზულ გვერდით მოვლენასთან დაკავშირებული ღონისძიებების მართვაში მონაწილე ყველა კომპეტენტური უწყებისთვის შეტყობინების პროცედურებს შეტყობინების სისტემასა და აუცილებელ რეაგირებას შორის კავშირის გარანტირებისთვის.

6.საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის ორგანოების საერთაშორისო გაცვლის შემთხვევაში სერიოზული გვერდითი მოვლენებისა და სერიოზული გვერდითი რეაქციების შესახებ ანგარიშგება ხორციელდება ამ კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26610245183014103137124633
მითითებამნიშვნელობით ახლოსადამიანის ორგანოთა გად…ადამიანის სისხლისა და …ადამიანის ქსოვილებისა …წამლისა და ფარმაცევტულ…პენიტენციურ დაწესებულე…სამრეწველო ემისიების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა