Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებმუხლი 41

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

მუხლი 41. ლიცენზირება/ნებართვის გაცემა, სალიცენზიო/სანებართვო  პირობები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:პროფესიული ლიცენზირებატელემედიცინა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415

1.გადანერგვის ცენტრი გარდაცვლილი დონორის ან/და ცოცხალი დონორის ორგანოს გადანერგვას (მათ შორის, ორგანოს მოპოვებას) ახორციელებს შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ლიცენზიას გასცემს შესაბამისი კომპეტენტური უწყება ამ კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემის წესი და სალიცენზიო პირობები დგინდება ამ კანონით, აგრეთვე ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4.გადანერგვის ცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს ორგანოს გადანერგვის მიმართ ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

5.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით.

6.შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად გადასახდელი სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

7.სალიცენზიო მოწმობის ფორმა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

8.შესაბამის კომპეტენტურ უწყებას უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემაზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად. ეს უარი შეიძლება გასაჩივრდეს იმავე კანონით დადგენილი წესით.

9.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გამცემ კომპეტენტურ უწყებას უფლება აქვს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება ან გააუქმოს ლიცენზია, თუ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის ღონისძიებებით დასტურდება, რომ გადანერგვის ცენტრი არ ასრულებს სალიცენზიო პირობებს, და მას უკვე დაეკისრა პასუხისმგებლობა ჯარიმების სახით.

10.გარდაცვლილი დონორის ან/და ცოცხალი დონორის ორგანოს მოპოვებას შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, ამ ნებართვით გათვალისწინებული დამატებითი სანებართვო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ახორციელებს დონორი კლინიკა (გარდა ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რომელიც რეანიმაციულ მომსახურებას ეწევა. დონორი კლინიკა ორგანოების დონაციის პროცესში გადანერგვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მონაწილეობს.

11.ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები დგინდება ამ კანონით, აგრეთვე ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

12.დონორი კლინიკა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს ორგანოს მოპოვების მიმართ ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთანავე, დონორ კლინიკას უნდა ჰყავდეს დონორ-კოორდინატორი და რეანიმატოლოგი, რომელსაც აქვს სათანადო კვალიფიკაცია და შეუძლია დონორის მართვა თავის ტვინის სიკვდილის დიაგნოზის დასმიდან (დადგენიდან) დონაციის პროცესის დასრულებამდე.

13.ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა გადანერგვის ცენტრს/დონორ კლინიკას ცოცხალი დონორის ორგანოების გადანერგვისთვის/მოპოვებისთვის, გარდაცვლილი დონორის ორგანოების გადანერგვისთვის/მოპოვებისთვის და ყოველი სახეობის ორგანოს გადანერგვისთვის/მოპოვებისთვის ცალ-ცალკე ეძლევა.

14.ორგანოს გადანერგვაზე ან/და მოპოვებაზე გაცემულ ლიცენზიაში/ნებართვაში სულ მცირე მითითებული უნდა იყოს: ა) საქმიანობის/ქმედების სახეობა, რომლისთვისაც სამედიცინო დაწესებულებას ეს ლიცენზია/ნებართვა ეძლევა; ბ) დონაციის ტიპი (ცოცხალი დონორის ორგანოს დონაცია ან/და გარდაცვლილი დონორის ორგანოს დონაცია); გ) გადასანერგი ორგანოს სახეობა (თირკმელი, ღვიძლი, გული და სხვა); დ) რეციპიენტის ტიპი (სრულწლოვანი, არასრულწლოვანი); ე) ინფორმაცია შესაბამისი პასუხისმგებელი პირის (პირების) და გადანერგვის სამედიცინო გუნდის/დონორი ჯგუფის შესახებ.

15.სხვა სალიცენზიო/სანებართვო პირობები დგინდება ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 40შემდეგი მუხლი 42

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დიაგნოსტიკის ცენტრის ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამედიცინო კლინიკის ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტელემედიცინის პლატფორმის ლიცენზირებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №2

  • 1 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ლიცენზიებისა და ნე… 11მუხლი 11მუხლი 30

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 32ორგანოს გადანერგვა
  • 37გადანერგვის ქსელი
  • 27გარდაცვლილი პირის ორგანოს (ორგანოების) დონაციის საკითხის გადაწყვეტაში მისი ოჯახის მონაწილეობა და დონაციაზე თანხმობასთან დაკავშირებული მოთხოვნები

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

  • 13ლიცენზირება/ნებართვის გაცემა

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 36შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემა, სალიცენზიო/სანებართვო პირობები

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 38²სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/ნებართვის გაცემის პრინციპები
  • 40ლიცენზიებისა და ნებართვების გამცემი ორგანოებისა და გაცემის წესის გარდამავალი რეგულირება

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 6ლიცენზიის გაცემის პროცედურა

დაზღვევის შესახებ

  • 22სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 12სალიცენზიო პირობები

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 116

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 52¹სავალდებულო ლიცენზია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
52¹61138²4022116121336113032372741
მითითებამნიშვნელობით ახლოსლიცენზიებისა და ნებართ…ადამიანის ორგანოთა გად…ადამიანის სისხლისა და …ადამიანის ქსოვილებისა …კერძო დაცვითი საქმიანო…დაზღვევის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026