1.ინვესტორისთვის გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების დაკრედიტება წარმოშობს ინვესტორის წილობრივი თანასაკუთრების უფლებას ამ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე დაკრედიტებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის პროპორციულად, ცენტრალურ დეპოზიტარში ან ანგარიშის მწარმოებელთან არსებულ იმ ომნიბუსსეგრეგირებულ ანგარიშზე დაკრედიტებული იდენტური დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ერთობლიობაზე, რომელზედაც დაკრედიტებულია შესაბამისი ინვესტორების დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები. ამ პუნქტით განსაზღვრულ წილობრივი თანასაკუთრების უფლებაზე არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საერთო საკუთრებისა და საზიარო უფლებების შესახებ ნორმები.
2.ინვესტორისთვის გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების დაკრედიტება წარმოშობს ცენტრალურ დეპოზიტარში ან ანგარიშის მწარმოებელთან არსებულ შესაბამის ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშზე დაკრედიტებულ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე ინვესტორის საკუთრების უფლებას.






