დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიგიორგი ფანცულაიანესტან ანანიძე

1.ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი − ფასიანი ქაღალდი, რომელიც არსებობს მხოლოდ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე ჩანაწერის სახით; ბ) იდენტური დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები − ფასიანი ქაღალდების ერთი საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე ფასიანი ქაღალდები. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ფასიანი ქაღალდების იდენტურ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებად მიჩნევის დამატებითი შემთხვევები; გ) ფასიანი ქაღალდების ანგარიში − ანგარიში (გარდა ემიტენტის ანგარიშისა), რომელსაც ანგარიშის მწარმოებელი აწარმოებს და რომელზედაც ხორციელდება ფასიანი ქაღალდების დაკრედიტება ან დადებეტება; დ) ანგარიშის მწარმოებელი − ფინანსური ინსტიტუტი (მათ შორის, ცენტრალური დეპოზიტარი), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე უფლებამოსილია კლიენტს გაუხსნას და აწარმოოს ფასიანი ქაღალდების ანგარიში; ე) ანგარიშის მფლობელი − პირი, რომლის სახელითაც ანგარიშის მწარმოებელი აწარმოებს ფასიანი ქაღალდების ანგარიშს, მიუხედავად იმისა, ეს პირი მოქმედებს თავის თუ სხვის სასარგებლოდ (მათ შორის, როგორც ანგარიშის მწარმოებელი); ვ) ინვესტორი − ანგარიშის მფლობელი (რომელიც, მათ შორის, შესაძლებელია იყოს ანგარიშის მწარმოებელი), რომელიც დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მიმართ მოქმედებს მხოლოდ თავის სასარგებლოდ. ინვესტორს აქვს დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლება ამ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად; ზ) ცენტრალური დეპოზიტარი − საქართველოს ეროვნული ბანკი ან/და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 50-ე პუნქტით განსაზღვრული ცენტრალური დეპოზიტარი; თ) ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენებული ღონისძიებები, რომელთა მიზანია პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა და რომლებიც მოიცავს ნებისმიერ იძულებითი აღსრულების საპროცესო ღონისძიებას (მათ შორის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებსა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს) და საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებს (მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გირავნობასა და იპოთეკას); ი) რეკონსილაცია − ანგარიშის მწარმოებლის შიდა ჩანაწერების შედარება სხვა ანგარიშის მწარმოებლის ან სხვა პირების ჩანაწერებთან მათში წარმოდგენილი მონაცემების სისწორის დადასტურებისა და სწორი მონაცემების დადგენის მიზნით; კ) ომნიბუსსეგრეგირებული ანგარიში − „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 69-ე პუნქტით განსაზღვრული ომნიბუსსეგრეგირებული ანგარიში; ლ) ინდივიდუალური სეგრეგირებული ანგარიში − „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 70-ე პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური სეგრეგირებული ანგარიში.

2.ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21010¹929¹9281432¹5226742
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიანი ქაღალდების ბაზ…დემატერიალიზებული ფასი…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ეროვნული ბ…საერთაშორისო კერძო სამ…ფულის გათეთრებისა და ტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა