კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 37¹ (მეორე). 5 . რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კლიენტების ფასიანი ქაღალდები

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკი „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშის მწარმოებელი იყო, სპეციალური მმართველი ვალდებულია იმოქმედოს იმავე კანონის მე-7 მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ერთ-ერთი შემდეგი ქმედების განხორციელება: ა) დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რესტიტუცია მათი სხვა ანგარიშის მწარმოებელთან გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე გადატანით; ბ) ანგარიშის მფლობელთა დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების სხვა ანგარიშის მწარმოებელთან გადატანა ამ კანონის 37 7 მუხლით გათვალისწინებული კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების ან 37 8 მუხლით გათვალისწინებული დროებითი ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენების ფარგლებში; გ) ანგარიშის მფლობელთათვის დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების გამოყენებისას ანგარიშის მფლობელთა თანხმობა არ მოითხოვება. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3729 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №50 · ძალაშია 28 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 დეკ. 2023 – 1 აპრ. 2024 ტექსტი უცნობია

  2. 23 მარ. 1996 – 28 დეკ. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1010¹19929¹37⁷37⁸737¹⁶37¹37¹⁴32¹55⁷57437¹ (მეორე)
მითითებამნიშვნელობით ახლოსკომერციული ბანკების სა…დემატერიალიზებული ფასი…ფასიანი ქაღალდების ბაზ…საქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს სამოქალაქო…საერთაშორისო კერძო სამ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №53 · ბოლოს შემოწმდა