Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებმუხლი 22

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

მუხლი 22. ინვესტორი, კრედიტორი და სხვა პირები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:ტოკენის გაშვება და ფანდრეიზინგიტოკენ შეთავაზებებისტარტაპის იურიდიული მომსახურებააქციონერთა ურთიერთობებიტოკენომიკა და დიზაინიDeFi ინვესტიცია და მოსავლიანობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ინვესტორისა და კრედიტორის მოთხოვნების უფლებები ვრცელდება მხოლოდ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივებზე, თუ შესაბამისი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ ეს უფლებები სეკიურიტიზაციის განყოფილებას უკავშირდება ან სეკიურიტიზაციის განყოფილების შექმნასთან, ფუნქციონირებასთან ან ლიკვიდაციასთან დაკავშირებით წარმოიშვა, ისინი ვრცელდება მხოლოდ ამ განყოფილების აქტივებზე.

2.სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს (სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორს) უფლება აქვს, გამოუშვას სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტები (მათ შორის, ტრანშირების მეშვეობით), რომელთა ღირებულება ან შემოსავლიანობა დაკავშირებულია კონკრეტულ სეკიურიტიზაციის განყოფილებასთან (განყოფილებებთან), აქტივებთან ან რისკებთან ან რომელთა დაფარვა დამოკიდებულია სხვა ინსტრუმენტების, გარკვეული კატეგორიის მოთხოვნების, აქციების, წილების ან ერთეულების დაფარვაზე, თუ ეს გათვალისწინებულია სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სადამფუძნებლო დოკუმენტით ან სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის ემისიის პირობებით/სახელშეკრულებო პირობებით.

3.ნებისმიერი განსხვავებული პირობის მიუხედავად, თუ სეკიურიტიზაციის კომპანიას გამოშვებული აქვს სხვადასხვა კლასის წილები/აქციები, მათგან გამომდინარე შესაბამისი ხმის უფლება განთავსებულ კაპიტალში აღნიშნული წილების/აქციების ხვედრითი წილის პროპორციულად განისაზღვრება. სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან გამომდინარე შესაბამისი ხმის უფლება (ასეთი უფლების არსებობის შემთხვევაში) განისაზღვრება მთლიან ვალში მათი ხვედრითი წილის პროპორციულად.

4.სადამფუძნებლო დოკუმენტი ან ნებისმიერი ხელშეკრულება (მათ შორის, სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის ემისიის პირობები/სახელშეკრულებო პირობები), რომლის მხარეც არის სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული (სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორი), შეიძლება ითვალისწინებდეს პირობებს, რომელთა საფუძველზედაც პარტნიორები/პაის მფლობელები, ინვესტორები ან/და კრედიტორები თანხმობას აცხადებენ, თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილება დაუქვემდებარონ მათზე უპირატესად სხვა პარტნიორების/პაის მფლობელების, ინვესტორების ან/და კრედიტორების მოთხოვნათა დაკმაყოფილებას, ან/და ისინი უარს ამბობენ თავიანთ უფლებაზე (ან თანხმდებიან მის შეზღუდვაზე), მოითხოვონ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან სეკიურიტიზაციის განყოფილების მიმართ რეჟიმის ამოქმედება (მათ შორის, თავად მიიღონ გადაწყვეტილება რეჟიმის ამოქმედების შესახებ) ან მისი აქტივების მიმართ ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება. ამ პირობების საწინააღმდეგოდ აღძრული ნებისმიერი წარმოება დაუშვებლად უნდა გამოცხადდეს.

5.სადამფუძნებლო დოკუმენტი შეიძლება შეიცავდეს პირობას, რომლის საფუძველზედაც  სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი ერთ-ერთი განყოფილების მიმართ რეჟიმის ამოქმედების მოთხოვნის (მათ შორის, რეჟიმის ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილების მიღების) უფლება მიენიჭება რომელიმე კრედიტორს ან კრედიტორთა ჯგუფს, ნებისმიერი სხვა პირის (მათ შორის, პარტნიორის) გამორიცხვით.

6.სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულსა და ინიციატორს შორის დადებული ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს, რომ რეჟიმის მიმდინარეობისას კრედიტორთა დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილ აქტივებზე ან მათ ნაწილზე სრული უფლება ინიციატორს გადაეცემა.

7.სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის ემისიის პირობების/სახელშეკრულებო პირობების შესრულება სავალდებულოა სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის (სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორისთვის), შესაბამისი ინვესტორისა და მესამე პირისთვის, მათ შორის, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ერთი ან ერთზე მეტი განყოფილების მიმართ რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში, იმ კრედიტორთა უფლებების გათვალისწინებით, რომლებზედაც აღნიშნული პირობები არ ვრცელდება. ეს წესი ვრცელდება აგრეთვე ნებისმიერ პირობაზე, რომელზედაც კრედიტორები საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით თანხმდებიან.

წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 23

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აქტივების ტოკენიზაციის სამართლებრივი მხარდაჭერა (RWA)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქციონერთა უფლებების დაცვა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სერია A დოკუმენტაცია2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უმცირესობის აქციონერთა დაცვა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №1

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 13მუხლი 16

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 3ზოგადი დებულებები
  • 20რისკების მართვა
  • 16სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივების განაწილება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 49⁴სეკიურიტიზაციის განყოფილება
  • 49³სეკიურიტიზაციის ფონდი
  • 49²საინვესტიციო ფონდის ქვეფონდი (ქვეფონდი)

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

  • 3ინვესტორის უფლებები

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

  • 6დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლება

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 12უზრუნველყოფის აქტივებიდან უპირატესი დაკმაყოფილების უფლება
  • 17პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნები ემიტენტის მიმართ

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 76აქტივების განაწილება
  • 36საინვესტიციო ფონდების აქტივების განცალკევება სპეციალიზებული დეპოზიტარის აქტივებისგან

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
49⁴49³49²3763612176161332022
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიან ქაღალდებად გარდ…საქართველოს სამოქალაქო…საინვესტიციო საქმიანობ…დემატერიალიზებული ფასი…იპოთეკით დაცული ობლიგა…საინვესტიციო ფონდების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026