იმ პირს, რომელზედაც გავრცელდა ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, უფლება აქვს, მის მიმართ ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, აღნიშნული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, ამ საჩივრის მისთვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. სასამართლო უფლებამოსილია საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე.
მუხლი 7
რედაქცია №0 გადამოწმებულია მოქმედ რედაქციასთან · 30 ნოე. 2023
გჭირდებათ დახმარება ამ კანონში?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით სწორი სპეციალისტის პოვნაში.
