ამნისტიის შესახებ

მუხლი 7

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის მიმართ იღებს შესაბამისი რაიონის (ქალაქის) პროკურორი.

2.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას განსასჯელისა და იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომლის მიმართაც სამართალწარმოება არ დასრულებულა, იღებს შესაბამისი სასამართლო.

3.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომელთა მიმართაც სამართალწარმოება დასრულებულია, იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დაწესებულება.

4.სასამართლო უფლებამოსილია ამნისტიის გამოყენების საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, თუ ამნისტიის საფუძველზე პირი მთლიანად თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან.

5.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული ვადის შესაბამისად.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №91აგ-162016-09-2330
    გადასინჯვა / ცნობა (T3)

    ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა

    საკასაციო პალატამ განიხილა დაუსწრებლად მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის გამოყენების მოთხოვნა, რომელიც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის გზით იყო წარდგენილი. პალატის დასკვნით, განაჩენის სააპელაციო წესით გაუსაჩივრებლობის გამო სამართალწარმოება დასრულებული არ იყო და გადასინჯვის საფუძველი არ არსებობდა; ამნისტიის საკითხი განაჩენის გასაჩივრების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ადრე ამნისტიით შემცირებული სასჯელი ორი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა დარჩა.

  • №480აგ-152015-11-2618
    გადასინჯვა / ცნობა (T3)

    განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო

    მსჯავრდებული ითხოვდა განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაწილში განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვას და ბრალდებას ყალბად მიიჩნევდა. საკასაციო პალატამ დაასკვნა, რომ მითითებული გარემოება გადასინჯვის არც ერთ კანონიერ საფუძველს არ აკმაყოფილებდა, და უცვლელად დატოვა შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობა. საბოლოოდ მოსახდელად განსაზღვრული სასჯელი დარჩა 18 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
684523444143116127
მითითებამნიშვნელობით ახლოსამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ“ამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა