ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

მუხლი 16. საზედამხედველო ზომებისა და სანქციების გამოყენება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოს მიერ ამ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობისას ან იმ შემთხვევაში, თუ, აღნიშნული მოთხოვნების შესრულების მიუხედავად, საწარმოს კაპიტალის პოზიციას საფრთხე ემუქრება ან რისკის კონცენტრაცია და შიდაჯგუფური ტრანზაქციები საფრთხეს უქმნის რეგულირებული საწარმოების ფინანსურ პოზიციას, საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია დამოუკიდებლად ან კოორდინატორის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგების საფუძველზე რეგულირებული საწარმოს მიმართ მიიღოს სექტორული ზედამხედველობის წესებით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საზედამხედველო ზომა, აგრეთვე გამოიყენოს სექტორული ზედამხედველობის წესებით განსაზღვრული სანქციები.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოორდინატორი ყველა საზედამხედველო ორგანოს შეატყობინებს მის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგებს. ამ შედეგების საფუძველზე თითოეული საზედამხედველო ორგანო მისი რეგულირების სფეროში შემავალი საწარმოს მიმართ სექტორული ზედამხედველობის წესების შესაბამისად მიიღებს ერთ ან რამდენიმე საზედამხედველო ზომას, აგრეთვე გამოიყენებს სათანადო სანქციებს.

3.საზედამხედველო ორგანოებმა და კოორდინატორმა საჭიროების შემთხვევაში კოორდინაცია უნდა გაუწიონ საზედამხედველო ქმედებებს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3052⁶13⁶25 (დ…3882¹8240151712716
მნიშვნელობით ახლოსფინანსურ კონგლომერატში…საინვესტიციო ფონდების …საქართველოს ეროვნული ბ…პროდუქტის უსაფრთხოების…კომერციული ბანკების სა…ფინანსური ორგანიზაციებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა