ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

მუხლი 7. რისკის კონცენტრაცია და შიდაჯგუფური ტრანზაქციები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიირაკლი ღლონტიალექსანდრე ხარატიშვილი

1.სექტორული ზედამხედველობის წესებისგან დამოუკიდებლად, ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოები ექვემდებარებიან დამატებით ზედამხედველობას რისკის კონცენტრაციისა და შიდაჯგუფური ტრანზაქციების კუთხით, ამ მუხლის შესაბამისად.

2.ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოები ან შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმოები ვალდებული არიან სექტორული ზედამხედველობის წესების შესაბამისად, სულ მცირე ყოველწლიურად, არაუგვიანეს 31 მაისისა, კოორდინატორს საზედამხედველო ორგანოსთვის მისაღები ფორმით წარუდგინონ მნიშვნელოვანი რისკის კონცენტრაციასა (რისკის პოზიციებსა) და შიდაჯგუფურ ტრანზაქციებთან დაკავშირებული ანგარიშგება ფინანსური კონგლომერატის დონეზე. კოორდინატორისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებისთვის პასუხისმგებელია ფინანსური კონგლომერატის სათავეში მყოფი რეგულირებული საწარმო, ხოლო ასეთი საწარმოს არარსებობის შემთხვევაში − შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმო ან ის რეგულირებული საწარმო, რომელიც კოორდინატორმა განსაზღვრა შესაბამის საზედამხედველო ორგანოებსა და ფინანსურ კონგლომერატთან კონსულტაციის შედეგად. მნიშვნელოვანი რისკის კონცენტრაციასა (რისკის პოზიციებსა) და შიდაჯგუფურ ტრანზაქციებთან დაკავშირებულ ანგარიშგებას მიღების შემდეგ კოორდინატორი აფასებს.

3.შიდაჯგუფური ტრანზაქცია მნიშვნელოვნად მიიჩნევა, თუ მისი რაოდენობა ფინანსური კონგლომერატის დონეზე კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის მოთხოვნების მთლიანი ოდენობის 5 პროცენტს გადააჭარბებს.

4.შესაბამისი საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან ფინანსური კონგლომერატის დონეზე არსებული რისკის კონცენტრაციასა და შიდაჯგუფურ ტრანზაქციებთან დაკავშირებით განსაზღვრონ რაოდენობრივი ლიმიტები, აგრეთვე დაადგინონ ხარისხობრივი მოთხოვნები შიდაჯგუფური ტრანზაქციების მიმართ და მიიღონ სხვა აუცილებელი საზედამხედველო ზომები.

5.თუ ფინანსური კონგლომერატის სათავეში შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმოა, ფინანსური კონგლომერატის უდიდესი ფინანსური სექტორის რისკის კონცენტრაციასა და შიდაჯგუფურ ტრანზაქციებთან დაკავშირებული სექტორული ზედამხედველობის წესები (ასეთი წესების არსებობის შემთხვევაში) უნდა გავრცელდეს მთლიან ფინანსურ სექტორზე, მათ შორის, შერეულ ფინანსურ ჰოლდინგურ საწარმოზე.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნანა თურმანიძე

ნანა თურმანიძე

ბიზნეს იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1452⁶3111²911982¹291711125167
მითითებამნიშვნელობით ახლოსფინანსურ კონგლომერატში…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს ეროვნული ბ…საინვესტიციო ფონდების …კონკურენციის შესახებრეაბილიტაციისა და კრედ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა