Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებმუხლი 12

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

მუხლი 12. საზედამხედველო ორგანოებისა და კოორდინატორის თანამშრომლობა (მათ შორის, ინფორმაციის გაცვლა)

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 დეკ. 2023
თემები:რეგულატორული ადვოკატირებაეთიკა და ანტიკორუფციამართვის ჩარჩოკორპორაციული და ინდივიდუალური განათლებამართვააუდიტი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის განხორციელებისთვის პასუხისმგებელი საზედამხედველო ორგანოები და კოორდინატორი მჭიდროდ თანამშრომლობენ. სექტორული ზედამხედველობის წესებისგან დამოუკიდებლად, აღნიშნული საზედამხედველო ორგანოები ვალდებული არიან სხვა ორგანოებს მიაწოდონ სექტორული ზედამხედველობის წესებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების ეფექტიანად შესრულებისთვის აუცილებელი ან აღნიშნული ფუნქციების ეფექტიანად შესრულებასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია). საზედამხედველო ორგანოები და კოორდინატორი ერთმანეთს აწვდიან მათ მიერ მოთხოვნილ ყველა შესაბამის ინფორმაციას (მათ შორის, კონფიდენციალურ ინფორმაციას), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით − ყველა სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას. აღნიშნული თანამშრომლობა გულისხმობს სულ მცირე შემდეგ საკითხებზე ინფორმაციის შეგროვებასა და გაცვლას: ა) ჯგუფის სამართლებრივი სტრუქტურის, მართვისა და ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ (ეს ინფორმაცია მოიცავს, მათ შორის, რეგულირებული საწარმოების, არარეგულირებული შვილობილი საწარმოებისა და იმ ფილიალების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ფინანსურ კონგლომერატს მიეკუთვნებიან), აგრეთვე მშობელი საწარმოს დონეზე მნიშვნელოვანი წილის მფლობელებისა და ჯგუფში შემავალი რეგულირებული საწარმოების საზედამხედველო ორგანოების თაობაზე; ბ) ფინანსური კონგლომერატის სტრატეგიული პოლიტიკის შესახებ; გ) ფინანსური კონგლომერატის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის, რისკის კონცენტრაციისა და შიდაჯგუფური ტრანზაქციების და მოგებიანობის ჭრილში; დ) ფინანსური კონგლომერატის მნიშვნელოვანი წილის მფლობელებისა და მმართველობის შესახებ; ე) ფინანსური კონგლომერატის ორგანიზაციული სტრუქტურის, რისკების მართვისა და შიდა კონტროლის მექანიზმის/სისტემის შესახებ; ვ) ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული და სხვა საწარმოებისგან ინფორმაციის მოპოვების პროცედურების შესახებ, აგრეთვე  ამ ინფორმაციის სისწორის დადასტურების (ვერიფიკაციის) თაობაზე; ზ) ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული და სხვა საწარმოების უარყოფითი ცვლილებების შესახებ, რომლებმაც შეიძლება რეგულირებულ საწარმოებზე არსებითი გავლენა მოახდინოს; თ) სექტორული ზედამხედველობის წესების ან ამ კანონის დარღვევისთვის საზედამხედველო ორგანოების მიერ დაწესებული მნიშვნელოვანი სანქციებისა და სხვა საგამონაკლისო საზედამხედველო ზომების შესახებ.

2.სექტორული ზედამხედველობის წესებით განსაზღვრული შესაბამისი საზედამხედველო უფლებამოსილებების შეზღუდვის გარეშე, საზედამხედველო ორგანოები გადაწყვეტილების მიღებამდე  ერთმანეთთან გადიან კონსულტაციას, თუ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია სხვა საზედამხედველო ორგანოს მიერ საზედამხედველო ფუნქციების შესრულებისთვის, მათ შორის, შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ა) ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების მფლობელობის, ორგანიზაციულ სტრუქტურაში ან/და მმართველობით სტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც მოითხოვს საზედამხედველო ორგანოების თანხმობას ან ნებართვის/ლიცენზიის გაცემას; ბ) საზედამხედველო ორგანოების მიერ დაწესებული მნიშვნელოვანი სანქციები და სხვა საგამონაკლისო საზედამხედველო ზომები.

3.გადაუდებელ შემთხვევაში საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონსულტაციის გავლის გარეშე, თუ დაყოვნებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს გადაწყვეტილების ეფექტიანობაზე ან/და დამატებითი ზედამხედველობის მიზნებზე. საზედამხედველო ორგანო ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს სხვა საზედამხედველო ორგანოებს.

4.კოორდინატორი უფლებამოსილია ითანამშრომლოს იმ მესამე სახელმწიფოს საზედამხედველო ორგანოსთან, სადაც ფინანსური კონგლომერატის მშობელი საწარმოს სათავო ოფისია, მიუხედავად იმისა, რომ ეს საზედამხედველო ორგანო არ არის დამატებითი ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო. ეს თანამშრომლობა მოიცავს აგრეთვე აღნიშნული საზედამხედველო ორგანოს მიერ ფინანსური კონგლომერატის მშობელი საწარმოსგან ისეთი ინფორმაციის გამოთხოვას, რომელიც შეიძლება საჭირო იყოს კოორდინატორის მიერ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად, და ამ ინფორმაციის კოორდინატორისთვის გადაცემას.

5.თუ ამ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია უკვე მიეწოდა რომელიმე საზედამხედველო ორგანოს სექტორული ზედამხედველობის წესების შესაბამისად, მეორე საზედამხედველო ორგანო, რომელიც დამატებით ზედამხედველობას ახორციელებს, უფლებამოსილია გამოითხოვოს ეს ინფორმაცია აღნიშნული საზედამხედველო ორგანოსგან.

6.ფინანსურ კონგლომერატში შემავალ არარეგულირებულ საწარმოსთან დაკავშირებული ინფორმაციის ფლობა ან შეგროვება არ გულისხმობს საზედამხედველო ორგანოების მიერ აღნიშნული საწარმოს მიმართ ზედამხედველობის ინდივიდუალურ დონეზე განხორციელებას. ამასთანავე, ინფორმაციაზე, რომელიც მიღებულია დამატებითი ზედამხედველობის განსახორციელებლად, კერძოდ, საზედამხედველო ორგანოებსა და საზედამხედველო ორგანოსა და სხვა ორგანოებს შორის გაცვლით, უნდა გავრცელდეს სექტორული ზედამხედველობის წესები პროფესიული საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ.

წინა მუხლი 11შემდეგი მუხლი 13

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კორპორატიული გამჭვირვალობა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კორპორატიული მართვის სახელმძღვანელოები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ურთიერთობა საზედამხედველო ორგანოსთან (სებ-ი)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გარე აუდიტის კოორდინაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-12-19

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11მუხლი 14

მიუთითებენ მასზე

მუხლი 11

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

  • 10კოორდინატორი (დამატებითი ზედამხედველობის კოორდინაციისა და განხორციელებისთვის პასუხისმგებელი საზედამხედველო ორგანო)
  • 11კოორდინატორის ამოცანები
  • 16საზედამხედველო ზომებისა და სანქციების გამოყენება

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 11საზედამხედველო ორგანოების პასუხისმგებლობა
  • 12პასუხისმგებლობა ინფორმაციის დაცვასა და გაცემასთან დაკავშირებით

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 39თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა
  • 38საზედამხედველო ორგანოს ფუნქციები

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 82¹დამატებითი ზედამხედველობა

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52⁶დამატებითი ზედამხედველობა

მეწარმეთა შესახებ

  • 250კოოპერატივის სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენცია

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 151კონფიდენციალურობის დაცვა
  • 150ინფორმაციის წარდგენა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
111252⁶393815115082¹2501114101612
მითითებამნიშვნელობით ახლოსფინანსურ კონგლომერატში…უკანონო შემოსავლის ლეგ…ფულის გათეთრებისა და ტ…საინვესტიციო ფონდების …საქართველოს ეროვნული ბ…მეწარმეთა შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 19 დეკ. 2023