საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 2

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 9 სექ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

2.ამ ამოცანების განხორციელების მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების საფუძველზე, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში: ა) (ამოღებულია - 06.05.2020, №66); ა 1 ) ახორციელებს ფიზიკურ პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაცვას, აგრეთვე უზრუნველყოფს იურიდიულ პირთა დაცვას, მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად; ბ) ახორციელებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტების, ეროვნული საგანძურის და კულტურული მემკვიდრეობის, მნიშვნელოვანი ობიექტების, სატრანსპორტო საშუალებებისა და კომუნიკაციების, ენერგეტიკისა და სხვა ობიექტების დაცვას, ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობათა გადაზიდვას (ინკასაცია) და დაცვას გადაზიდვის დროს, მოძრავი ტვირთების დაცვა-გაცილებას; გ) ახორციელებს დასაცავი ობიექტების დაცვით-ტექნიკური საშუალებებით (მათ შორის,  ავტოსატრანსპორტო საშუალებების სანავიგაციო სისტემებით) აღჭურვას ან/და მომსახურებას; დ) (ამოღებულია - 28.06.2019, №55); ე) ახორციელებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებს.

2¹.დაცვის პოლიციის დეპარტამენტი თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს სპორტულ გამაჯანსაღებელ საქმიანობას.

3.ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების განხორციელების მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირი. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს აფუძნებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით.

4.დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის ხელშეწყობას, აგრეთვე ამტკიცებს მის ატრიბუტიკასა და სიმბოლიკას (ემბლემა, დროშა, გერბი და სხვ.). საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 მარტის ბრძანება №427 - სსმ III, №50, 12.04.2006წ., მუხ.631 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის ბრძანება №78 - სსმ III, №9, 23.01.2009წ., მუხ.84 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №676 - ვებგვერდი, 10.08.2011წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 26 აპრილის ბრძანება №291 - ვებგვერდი, 26.04.2012წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 23 აპრილის ბრძანება №307 - ვებგვერდი, 23.04.2013წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 ივლისის ბრძანება №568 - ვებგვერდი, 24.07.2013წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 7 ივნისის ბრძანება №423 - ვებგვერდი, 09.06.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 19.01.2017წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/11/747 – ვებგვერდი, 20.12.2018წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 28 ივნისის ბრძანება №55 - ვებგვერდი, 28.06.2019წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 მაისის ბრძანება №66 - ვებგვერდი, 07.05.2020წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №99 - ვებგვერდი, 26.12.2023წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14²⁰85³4931416171821¹232
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამართლის იურიდ…სააღსრულებო წარმოებათა…პოლიციის შესახებთავდაცვის კოდექსისახელმწიფო დაცვის სპეც…ჯანმრთელობის დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა