Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებმუხლი 14

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ

მუხლი 14. გარდამავალი დებულებანი

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 9 ივნ. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.რეორგანიზებულ იქნეს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „112“ (შემდგომ – „112“) და სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი (დეპარტამენტი) (შემდგომ – ერთობლივი ოპერაციების ცენტრი) და მათი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ბაზაზე შეიქმნას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“.

2.„112“-ისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“.

3.კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემისა და კერძო დაცვითი საქმიანობის კონტროლის ფუნქციები გადაეცეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს და იგი კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემის მიმართულებით ჩაითვალოს სამინისტროს უფლებამონაცვლედ, ხოლო კერძო დაცვითი საქმიანობის კონტროლის მიმართულებით − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ.

4.მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში თანამდებობაზე დანიშნოს დირექტორი.

5.„112“-სა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრში 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დასაქმებული მოსამსახურეები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესაბამის თანამდებობებზე, ჩაითვალონ მის მოსამსახურეებად და მათი შრომითი სამართლებრივი ურთიერთობები განისაზღვროს სამინისტროში სამსახურის გავლის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობით.

6.სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 თვისა უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში დასაქმებული პირების ფუნქციათა ანალიზისა და მის საფუძველზე ოპტიმიზაციისა და რეორგანიზაციის განხორციელება.

7.სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში შექმნას შესაბამისი კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისთვის გადასაცემად: ა)  ერთობლივი ოპერაციების ცენტრზე რიცხული საბალანსო ნაშთების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვასა და გადაცემას; ბ) სამინისტროზე რიცხული, კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვასა და გადაცემას; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – დაცვის პოლიციის დეპარტამენტზე რიცხული, კერძო დაცვითი საქმიანობის კონტროლთან დაკავშირებული სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვასა და გადაცემას.

8.საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მისთვის გადაცემული საბალანსო ნაშთების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) გადაცემიდან/მიღებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს მათი აღრიცხვა და ინვენტარიზაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

9.ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.

10.მინისტრმა: ა) 2019 წლის 31 დეკემბრამდე დაამტკიცოს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დებულება“; ბ) 2020 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

11.საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების მიღება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 13შემდეგი მუხლი 15

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 9 ივნ. 2021 · №3

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ

  • 1კანონის მიზანი
  • 9საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მართვა და წარმომადგენლობა
  • 4საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ამოცანები და ფუნქციები

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 24დაცვითი საქმიანობის კონტროლი

პროკურატურის შესახებ

  • 84გარდამავალი დებულებები

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 70საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაცია და უფლებამონაცვლეობა

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 14გარდამავალი დებულებანი

„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

  • 2გარდამავალი დებულებანი

შემოსავლების სამსახურის შესახებ

  • 15გარდამავალი დებულებანი

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 64გარდამავალი დებულებანი

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ

  • 12გარდამავალი დებულებები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 25გარდამავალი დებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2414251512647028419414
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს შინაგან სა…კერძო დაცვითი საქმიანო…პროკურატურის შესახებსამოქალაქო უსაფრთხოები…საჯარო სამართლის იურიდ…ეროვნული უშიშროების სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 9 ივნ. 2021 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026