Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპენიტენციური კოდექსიმუხლი 126

პენიტენციური კოდექსი

მუხლი 126. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიებები – გირაო და პირადი თავდებობა

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:გასაჩივრება და მსჯავრდების შემდგომი დაცვაწინასასამართლო და პროცედურული დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:124567891011

1.გირაო არის ფულადი თანხა. ფულადი თანხა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სააგენტოს დეპოზიტზე შეაქვს მსჯავრდებულის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს, ოჯახის წევრს ან მისი სახელით სხვა პირს, რომელიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების წინაშე იღებს წერილობით ვალდებულებას, რომ ის უზრუნველყოფს მსჯავრდებულის სათანადო ქცევასა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოცხადებას. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი. ამ ოქმის ერთი ასლი გირაოს შემტანს გადაეცემა.

2.სამსახურის გენერალური დირექტორი ითვალისწინებს გირაოს შემტანის პიროვნებასა და ფინანსურ მდგომარეობას. „3. სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში გირაო 3 სამუშაო დღის ვადაში შეიტანება სამსახურის ანგარიშზე.“.

4.გირაოს შეტანის წინ მის შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შესაძლო შედეგების შესახებ.

5.თუ მსჯავრდებულმა, რომელიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის რეჟიმში იმყოფება, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნულ დაწესებულებაში დაბრუნებას ან ახალი დანაშაული ჩაიდინა, მის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება.

6.მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადის დაცვის, ნაკისრი ვალდებულების ზუსტად და კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2 კვირის ვადაში დაუბრუნდება მის შემტანს.

7.პირადი თავდებობისას მსჯავრდებულის დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი, ახლო ნათესავი ან მისი სახელით სხვა პირი იღებს წერილობით ვალდებულებას, რომ ის უზრუნველყოფს მსჯავრდებულის სათანადო ქცევასა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოცხადებას.

8.თავდებთა რაოდენობას განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი. გამონაკლის შემთხვევაში თავდები შეიძლება იყოს ერთი, განსაკუთრებით სანდო პირი.

9.პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდებთა შუამავლობით ან თანხმობით, აგრეთვე მსჯავრდებულის თანხმობით. თითოეული თავდები იძლევა თავდებობის შესახებ ხელწერილს. ხელწერილი დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს.

10.ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თავდებს უფლება არ აქვს, თავი იმართლოს იმით, რომ მსჯავრდებულის ქცევის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას.

11.თუ მსჯავრდებული ჩაიდენს ისეთ ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც თავდებობა იქნა გამოყენებული, თითოეულ თავდებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაეკისრება ფულადი ჯარიმა არანაკლებ 10 000 ლარისა. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გირაო არის ფულადი თანხა. ფულადი თანხა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისსააგენტოს დეპოზიტზე შეაქვს მსჯავრდებულის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს, ოჯახის წევრს ან მისი სახელით სხვა პირს, რომელიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების წინაშე იღებს წერილობით ვალდებულებას, რომ ის უზრუნველყოფს მსჯავრდებულის სათანადო ქცევასა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოცხადებას. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი. ამ ოქმის ერთი ასლი გირაოს შემტანს გადაეცემა. 2. სამსახურის გენერალური დირექტორი ითვალისწინებს გირაოს შემტანის პიროვნებასა და ფინანსურ მდგომარეობას. 3. „3. სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში გირაო 3 სამუშაო დღის ვადაში შეიტანება სამსახურის ანგარიშზე. ანგარიშზე.“. 4. გირაოს შეტანის წინ მის შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შესაძლო შედეგების შესახებ. 5. თუ მსჯავრდებულმა, რომელიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის რეჟიმში იმყოფება, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნულ დაწესებულებაში დაბრუნებას ან ახალი დანაშაული ჩაიდინა, მის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება. 6. მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადის დაცვის, ნაკისრი ვალდებულების ზუსტად და კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2 კვირის ვადაში დაუბრუნდება მის შემტანს. 7. პირადი თავდებობისას მსჯავრდებულის დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი, ახლო ნათესავი ან მისი სახელით სხვა პირი იღებს წერილობით ვალდებულებას, რომ ის უზრუნველყოფს მსჯავრდებულის სათანადო ქცევასა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოცხადებას. 8. თავდებთა რაოდენობას განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი. გამონაკლის შემთხვევაში თავდები შეიძლება იყოს ერთი, განსაკუთრებით სანდო პირი. 9. პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდებთა შუამავლობით ან თანხმობით, აგრეთვე მსჯავრდებულის თანხმობით. თითოეული თავდები იძლევა თავდებობის შესახებ ხელწერილს. ხელწერილი დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს. 10. ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თავდებს უფლება არ აქვს, თავი იმართლოს იმით, რომ მსჯავრდებულის ქცევის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას. 11. თუ მსჯავრდებული ჩაიდენს ისეთ ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც თავდებობა იქნა გამოყენებული, თითოეულ თავდებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაეკისრება ფულადი ჯარიმა არანაკლებ 10 000 ლარისა. მუხლი 126 1 . საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში ან ტერორიზმში ბრალდებული/მსჯავრდებული პირისთვის უფლების (უფლებების) შეზღუდვა 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 165 2 მუხლით გათვალისწინებული უფლება (უფლებები) ბრალდებულს, იმავე მუხლით განსაზღვრული საფუძვლისა და პროცედურების გარდა, შეიძლება შეეზღუდოს აგრეთვე ამ მუხლით დადგენილი წესით. 2. სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVII ან XXXVIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენაში: ა) ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირს შეიძლება შეეზღუდოს მიმოწერის უფლება, სატელეფონო საუბრის უფლება, ხანმოკლე პაემნის უფლება, ხანგრძლივი პაემნის უფლება, აგრეთვე განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება; ბ) მსჯავრდებულ პირს, ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების (უფლებების) გარდა, შეიძლება შეეზღუდოს აგრეთვე ვიდეოპაემნის უფლება, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება; გ) მსჯავრდებულ ქალს, ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლების (უფლებების) გარდა, შეიძლება შეეზღუდოს აგრეთვე საოჯახო პაემნის უფლება. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის იმავე ნაწილით განსაზღვრული უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას ამ კოდექსის შესაბამისად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იღებს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს იმავე ნაწილით განსაზღვრული უფლება (უფლებები) შეიძლება შეეზღუდოს 3 თვემდე ვადით. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ აღნიშნული უფლების (უფლებების) შეზღუდვა უქმდება. 5. თუ ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის მომენტისთვის კვლავ არსებობს შესაბამისი უფლების (უფლებების) შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი ან თუ ეს სამართლებრივი საფუძველი აღნიშნული უფლების (უფლებების) შეზღუდვის გაუქმების შემდეგ კვლავ გამოვლინდა, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია ამ კოდექსის შესაბამისად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იმდენჯერ მიიღოს ამ უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება, რამდენჯერაც იარსებებს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. ამ შემთხვევაში აღნიშნული უფლება (უფლებები) თითოეულ ჯერზე შეიძლება შეიზღუდოს 3 თვემდე ვადით. 6. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პენიტენციური დაწესებულების დირექტორს სათანადო ინფორმაცია ისეთი ფორმით უნდა მიაწოდოს, ამასთანავე, პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა სათანადო ინფორმაცია თავის შესაბამის გადაწყვეტილებაში იმ ფორმით უნდა ასახოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს. 7. შესაბამისი უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ ამ მუხლით გათვალისწინებული პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს გადაეცემა მისი მიღებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა. 8. შესაბამისი უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ ამ მუხლით გათვალისწინებული პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. პენიტენციური დაწესებულების დირექტორის აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას. 9. თუ პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის შესაბამისი უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღო და აღარ არსებობს ამ უფლების (უფლებების) შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნული უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების გასაუქმებლად მიმართავს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს. ამის შემდეგ გადაწყვეტილებას იღებს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. 10. თუ პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის შესაბამისი უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება ამ კოდექსის შესაბამისად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე საკუთარი ინიციატივით მიიღო და აღარ არსებობს ამ უფლების (უფლებების) შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი აუქმებს აღნიშნული უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას. 11. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე. 12. ამ მუხლის დებულებები არ გამორიცხავს ამავე მუხლით განსაზღვრული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული შეზღუდვების გამოყენებას. 13. პირისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ იწვევს მისთვის ბრალდებულად ყოფნის პერიოდში ამ მუხლის შესაბამისად შეზღუდული უფლების (უფლებების) შეზღუდვის გაუქმებას. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4436 – ვებგვერდი, 02.10.2024წ. საქართველოს 20252026 წლის 2428 ივნისისმაისის კანონი №703№1619 – ვებგვერდი, 25.06.2025წ. თავი XX ბრალდებულის/მსჯავრდებულის შრომა01.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ოქტ. 2025 – 1 ივლ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 1 ივნ. 2025 – 1 ივლ. 2025 ტექსტი უცნობია

  3. 3 აპრ. 2025 – 1 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

  4. 30 დეკ. 2024 – 3 აპრ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივნ. 2026

    პირველ ნაწილში გირაოს დეპოზიტი ახლა სააგენტოსია, ხოლო მე-3 ნაწილში გირაოს შეტანის ვადა 3 სამუშაო დღედ განისაზღვრა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 125შემდეგი მუხლი 126¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აღკვეთის ღონისძიების (გირაოს) პირობების დარღვევა - ადვოკატი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პირობით ვადამდე გათავისუფლება / "უდო" - ადვოკატი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პირობითი გათავისუფლების განცხადებები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №8

  • 1 ცვლილება · ბოლო 1 ივნ. 2026
  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 165²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პენიტენციური კოდექსი

  • 125მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა
  • 34გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება
  • 52თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 200გირაო
  • 199აღკვეთის ღონისძიების სახეები

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 65უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომა

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 28¹აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემთხვევაში განაჩენით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების წესი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 42ჯარიმა
  • 380სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მოხდისათვის თავის არიდება
  • 47¹შინაპატიმრობა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 63გირაო
  • 88არასრულწლოვანი მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4238047¹28¹165²2001996563881253452126
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…უცხოელთა და მოქალაქეობ…პენიტენციური კოდექსისააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026