Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპენიტენციური კოდექსიმუხლი 39

პენიტენციური კოდექსი

მუხლი 39. ქალთა სპეციალური დაწესებულება

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.ქალთა სპეციალური დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.

2.ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მოთავსებული არიან ქალი მსჯავრდებულები, მათ შორის, არასრულწლოვანები.

3.ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მსჯავრდებულები, როგორც წესი, განთავსებული არიან საერთო საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად.

4.ქალთა სპეციალური დაწესებულება, როგორც წესი, გათანაბრებულია ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასთან, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მსჯავრდებული შეიძლება განთავსდეს რისკის შესაბამისად, ამ დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით.

5.საჭიროების შემთხვევაში ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ეწყობა სპეციალური განყოფილება ორსული ქალებისა და ბავშვებისთვის. დედის შუამდგომლობით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ნებართვითა და ამ დაწესებულების დირექტორის თანხმობით შესაძლებელია დედისა და 3 წლამდე ბავშვის ერთად ცხოვრება. ქალთა სპეციალური დაწესებულება ვალდებულია შექმნას შესაბამისი პირობები.

6.ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფი 3 წლამდე ბავშვის კვებას, მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევას და შესაბამის სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებს უზრუნველყოფს სამსახური. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფი 3 წლამდე ბავშვის კვების ნორმები და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

7.ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის 3 წელს მიღწეულმა შვილმა დატოვა დაწესებულება, უფლება აქვს, სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, შვილთან ურთიერთობის მიზნით, მის მიერ დაწესებულების დატოვებიდან 1 წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენებისა და უქმე დღეებში დატოვოს დაწესებულება. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიერ დასვენებისა და უქმე დღეებში ქალთა სპეციალური დაწესებულების დატოვების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. სამსახურის გენერალური დირექტორი აღნიშნული საკითხის განხილვისას ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ თვისებებს, მისგან მომდინარე საზოგადოებრივ საშიშროებას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, დანაშაულის ხასიათს, მოტივს, მიზანს, დამდგარ შედეგს, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკს, სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევასა და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებაზე.

8.ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაგვიანებით გამოცხადების ან გამოუცხადებლობის მიზეზია ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა; ბ) მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობის დროს, კერძოდ, სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის, მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში ან/და სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში გამოცხადებას, რასაც ადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი.

9.მსჯავრდებულს, რომელმაც ამ მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად დატოვა ქალთა სპეციალური დაწესებულება, ეკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

10.თუ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებული სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას, მათ არაჯეროვნად ასრულებს, ბოროტად იყენებს მშობლის უფლებებს, ქალთა სპეციალური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შესაბამისი რეაგირებისთვის.

11.ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს უფლება აქვს, დამოუკიდებლად, ამ დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით გადაადგილდეს დაწესებულების ტერიტორიაზე.

12.ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში დედასთან ერთად მცხოვრები ბავშვის მიერ 3 წლის მიღწევის გამო დაწესებულების დატოვების წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

13.ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქალთა სპეციალური დაწესებულების დატოვების ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.

წინა მუხლი 38შემდეგი მუხლი 40

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №8

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 58

მიუთითებენ მასზე

მუხლი 34მუხლი 72საქართველოს სისხლი… 380

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პენიტენციური კოდექსი

  • 56მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსება
  • 36ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება
  • 38განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 81არასრულწლოვანთა განცალკევებით მოთავსება
  • 79არასრულწლოვანთა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოთავსება
  • 80არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების თავისებურებანი

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 6ბავშვთა დაცვა

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 34ალტერნატიული ზრუნვის პერიოდული კონტროლი
  • 32რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულებისადმი დამატებითი, სპეციფიკური მოთხოვნები
  • 46ბავშვის სოციალური დაცვის უფლება

სოციალური დახმარების შესახებ

  • 13სპეციალიზებული დაწესებულება
  • 14სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
38013148179634324658347256363839
მითითებამნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსისაქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…ადრეული და სკოლამდელი …ბავშვის უფლებათა კოდექ…სოციალური დახმარების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026