პენიტენციური კოდექსი

მუხლი 74. დისციპლინური სამართალწარმოება

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დისციპლინური დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ ამ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს, აღნიშნული საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს.

2.დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ჰყავდეს ადვოკატი.

3.ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება უფლება – მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება.

4.ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს.

5.დისციპლინური დარღვევის ჩამდენ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მოწმეს, დაზარალებულს უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები. ისინი დაერთვის დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულებას.

6.დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს დაჯდომისა და ჩანაწერების გაკეთების საშუალება.

7.ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენებისას გაითვალისწინება მისი პიროვნება და ქცევა, მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის გარემოებები და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახსნა-განმარტება ამ დარღვევასთან დაკავშირებით. დისციპლინური დარღვევის საქმის განხილვის შემდეგ, მტკიცებულების შეფასების საფუძველზე პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

8.ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, რომელიც ეხება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის გამოყენებას. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატი არ გამოცხადდება ზეპირ მოსმენაზე, ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული ზეპირ მოსმენაზე დასწრებაზე უარს აცხადებს, ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება. საწინააღმდეგო შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული.

9.ზეპირი მოსმენა/სხდომა, რომელიც ეხება დისციპლინური სახდელის გამოყენებას, შეიძლება გაგრძელდეს ზეპირი მოსმენის გარეშე და მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, თუ ბრალდებული/მსჯავრდებული არ ცხადდება სხდომაზე ან თავისი ქმედებით არღვევს წესრიგს ან სხვაგვარად უშლის ხელს სხდომის მიმდინარეობას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დისციპლინური დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ ამ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს, აღნიშნული საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს. 2. დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ჰყავდეს ადვოკატი. 3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება უფლება – მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება. 4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს. 5. დისციპლინური დარღვევის ჩამდენ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მოწმეს, დაზარალებულს უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები. ისინი დაერთვის დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულებას. 6. დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს დაჯდომისა და ჩანაწერების გაკეთების საშუალება. 7. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენებისას გაითვალისწინება მისი პიროვნება და ქცევა, მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის გარემოებები და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახსნა-განმარტება ამ დარღვევასთან დაკავშირებით. დისციპლინური დარღვევის საქმის განხილვის შემდეგ, მტკიცებულების შეფასების საფუძველზე პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 8. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, რომელიც ეხება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის გამოყენებას. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატი არ გამოცხადდება ზეპირ მოსმენაზე, ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული ზეპირ მოსმენაზე დასწრებაზე უარს აცხადებს, ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება. საწინააღმდეგო შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული. 9. ზეპირი მოსმენა/სხდომა, რომელიც ეხება დისციპლინური სახდელის გამოყენებას, შეიძლება გაგრძელდეს ზეპირი მოსმენის გარეშე და მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, თუ ბრალდებული/მსჯავრდებული არ ცხადდება სხდომაზე ან თავისი ქმედებით არღვევს წესრიგს ან სხვაგვარად უშლის ხელს სხდომის მიმდინარეობას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 26 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11²¹1975⁶75¹⁰75¹939287142728873757074
მითითებამნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსიარასრულწლოვანთა მართლმ…დანაშაულის პრევენციის,…თავდაცვის კოდექსისაერთო სასამართლოების …საჯარო სამსახურის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა