Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკატურიზმის შესახებმუხლი 19

ტურიზმის შესახებ

მუხლი 19. პაკეტის ღირებულების ცვლილება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების დადების შემდეგ ტუროპერატორის მიერ პაკეტის ღირებულების გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულებაში პირდაპირ არის მითითებული: ა) ტუროპერატორის უფლების შესახებ, გაზარდოს პაკეტის ღირებულება და დადგენილია ღირებულების შეცვლისა და გამოთვლის წესი; ბ) ტურისტის უფლების შესახებ, მოითხოვოს პაკეტის ღირებულების შემცირება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების წარმოშობისას.

2.პაკეტის ღირებულების გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) ტურისტის გადაყვანის ღირებულება გაიზარდა საწვავის ან  ენერგიის სხვა წყაროების ღირებულების გაზრდის გამო; ბ) გაიზარდა კონკრეტული სატრანსპორტო და გადაზიდვის მომსახურებების, აგრეთვე საჰაერო ხომალდის დაშვების, ტურისტების ჩასხდომა-გადმოსხდომის, პორტებსა და აეროპორტებში ტვირთის გადატანა-გადაზიდვის გადასახადები; გ) გაიზარდა პაკეტით გათვალისწინებული სავალუტო გაცვლითი კურსი.

3.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გამო პაკეტის ღირებულების ზრდა 8 პროცენტზე მეტია, გამოიყენება ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2−მე-6 პუნქტების მოთხოვნები.

4.პაკეტის ღირებულების გაზრდა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტუროპერატორი პაკეტის დაწყებამდე სულ მცირე 20 დღით ადრე ტურისტს წერილობით შეატყობინებს ღირებულების გაზრდის შესახებ. აღნიშნული შეტყობინება უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას და ახალი ღირებულების გამოანგარიშებას.

5.თუ ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება ითვალისწინებს ღირებულების გაზრდის შესაძლებლობას, ამ ხელშეკრულების დადების შემდეგ  ტურისტს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში აგრეთვე მოითხოვოს ღირებულების შემცირება, თუკი ღირებულება შემცირდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

6.პაკეტის ღირებულების შემცირების შემთხვევაში ტუროპერატორს  უფლება აქვს, ტურისტისთვის დასაბრუნებელი თანხიდან გამოქვითოს ფაქტობრივად გაწეული ადმინისტრაციული ხარჯი. ტურისტის მოთხოვნით ტუროპერატორმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ადმინისტრაციული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.

რედაქციების შედარება

1. ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების დადების შემდეგ ტუროპერატორის მიერ პაკეტის ღირებულების გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულებაში პირდაპირ არის მითითებული: ა) ტუროპერატორის უფლების შესახებ, გაზარდოს პაკეტის ღირებულება და დადგენილია ღირებულების შეცვლისა და გამოთვლის წესი; ბ) ტურისტის უფლების შესახებ, მოითხოვოს პაკეტის ღირებულების შემცირება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების წარმოშობისას. 2.  პაკეტის ღირებულების გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) ტურისტის გადაყვანის ღირებულება გაიზარდა საწვავის ან  ენერგიის სხვა წყაროების ღირებულების გაზრდის გამო; ბ) გაიზარდა კონკრეტული სატრანსპორტო და გადაზიდვის მომსახურებების, აგრეთვე საჰაერო ხომალდის დაშვების, ტურისტების ჩასხდომა-გადმოსხდომის, პორტებსა და აეროპორტებში ტვირთის გადატანა-გადაზიდვის გადასახადები; გ) გაიზარდა პაკეტით გათვალისწინებული სავალუტო გაცვლითი კურსი. 3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გამო პაკეტის ღირებულების ზრდა 8 პროცენტზე მეტია, გამოიყენება ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2−მე-6 პუნქტების მოთხოვნები. 4. პაკეტის ღირებულების გაზრდა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტუროპერატორი პაკეტის დაწყებამდე სულ მცირე 20 დღით ადრე ტურისტს წერილობით შეატყობინებს ღირებულების გაზრდის შესახებ. აღნიშნული შეტყობინება უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას და ახალი ღირებულების გამოანგარიშებას. 5. თუ ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება ითვალისწინებს ღირებულების გაზრდის შესაძლებლობას, ამ ხელშეკრულების დადების შემდეგ  ტურისტს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში აგრეთვე მოითხოვოს ღირებულების შემცირება, თუკი ღირებულება შემცირდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 6. პაკეტის ღირებულების შემცირების შემთხვევაში ტუროპერატორს  უფლება აქვს, ტურისტისთვის დასაბრუნებელი თანხიდან გამოქვითოს ფაქტობრივად გაწეული ადმინისტრაციული ხარჯი. ტურისტის მოთხოვნით ტუროპერატორმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ადმინისტრაციული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.

წინა მუხლი 18შემდეგი მუხლი 20

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-28 · №5

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 20

მიუთითებენ მასზე

მუხლი 20

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ტურიზმის შესახებ

  • 20ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების პირობების სხვა ცვლილებები
  • 23ღირებულების შემცირება და ზიანის ანაზღაურება
  • 21ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების შეწყვეტა და პაკეტის დაწყებამდე უარის თქმის უფლება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 657³ხელშეკრულების თავდაპირველი ფასის შეცვლისა და კალკულაციის წესები და მოგზაურობის მომწყობის ვალდებულებები
  • 657²დეტალური ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობა
  • 661ხარვეზის გამო ხელშეკრულების შეწყვეტა ტურისტის ინიციატივით

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 173საქონლის საბაჟო ღირებულების გაზრდა ან შემცირება
  • 60გარანტიის შეცვლა ან დამატებითი გარანტიის წარდგენა

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 37⁶ბილეთის საფასურის ანაზღაურება და მარშრუტის შეცვლა

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 24³ხელშეკრულების პირობების შეცვლის დროებითი წესი

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 68საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების შეწყვეტა მგზავრის ინიციატივით

საზღვაო კოდექსი

  • 171—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37⁶17124³657³657²661681736020232119
მითითებამნიშვნელობით ახლოსტურიზმის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სარკინიგზო…სახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს საჰაერო კო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026