Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკატურიზმის შესახებმუხლი 20

ტურიზმის შესახებ

მუხლი 20. ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების პირობების სხვა ცვლილებები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.პაკეტის დაწყებამდე ტუროპერატორს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების პირობების ცალმხრივი ცვლილება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) მას ამ ხელშეკრულებით მიენიჭა ცალმხრივი ცვლილების უფლება; ბ) შესაბამისი ცვლილება უმნიშვნელოა; გ) იგი შესაბამისი ცვლილების შესახებ ტურისტს შეატყობინებს წერილობით, მკაფიო და გასაგები ფორმით.

2.თუ პაკეტის დაწყებამდე ტუროპერატორი იძულებულია მნიშვნელოვნად შეცვალოს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების ძირითადი მახასიათებლები, კერძოდ, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობები, ან ვერ ასრულებს იმ სპეციალურ მოთხოვნებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, ან ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად პაკეტის ღირებულებას 8 პროცენტზე მეტით ზრდის, ტურისტს ტუროპერატორის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში უფლება აქვს: ა) დაეთანხმოს შეთავაზებულ ცვლილებებს; ბ) შეწყვიტოს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება ხელშეკრულების შეწყვეტის საფასურის გადახდის გარეშე.

3.თუ ტურისტი წყვეტს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ტუროპერატორს შეუძლია შესთავაზოს მას იმავე ან უკეთესი ხარისხის პაკეტი, ხოლო ტურისტს უფლება აქვს, მიიღოს შეთავაზება ან უარი განაცხადოს მასზე.

4.ტუროპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით, მკაფიო და გასაგები ფორმით ტურისტს შეატყობინოს: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტითა და შესაბამის შემთხვევაში ამავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ღირებულების ცვლილებისა და ამ ცვლილების ღირებულებაზე გავლენის შესახებ ინფორმაცია; ბ) იმ გონივრული ვადის შესახებ, რა ვადაშიც ტურისტი ვალდებულია ტუროპერატორს აცნობოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესახებ; გ) იმის შესახებ, რომ ტურისტის მიერ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადაში პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ტურისტი ეთანხმება შესაბამის ცვლილებებს; დ) შეცვლილი პაკეტის ღირებულების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი გარემოებების არსებობისას.

5.თუ პაკეტის დაწყებამდე ტუროპერატორი იძულებულია მნიშვნელოვნად შეცვალოს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების ძირითადი მახასიათებლები და ტურისტი წყვეტს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებას, ტუროპერატორს შეუძლია შესთავაზოს მას იმავე ან უკეთესი ხარისხის პაკეტი, ხოლო ტურისტს უფლება აქვს, მიიღოს შეთავაზება ან უარი განაცხადოს მასზე. ამ შემთხვევაში ტურისტი უფლებამოსილია მოითხოვოს შესაბამისი ღირებულების შემცირება, თუ შეთავაზებული პაკეტის ახალი პირობები ან ახალი პაკეტის პირობები წინა პაკეტზე დაბალი ხარისხის ან ღირებულებისაა.

6.თუ ტურისტი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წყვეტს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებას და არ ეთანხმება შეცვლილ პაკეტს, ტუროპერატორი ვალდებულია გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა, ტურისტს დაუბრუნოს ამ ხელშეკრულების თანახმად გადახდილი პაკეტის ღირებულება ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2−მე-6 პუნქტების შესაბამისად.

რედაქციების შედარება

1. პაკეტის დაწყებამდე ტუროპერატორს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების პირობების ცალმხრივი ცვლილება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) მას ამ ხელშეკრულებით მიენიჭა ცალმხრივი ცვლილების უფლება; ბ) შესაბამისი ცვლილება უმნიშვნელოა; გ) იგი შესაბამისი ცვლილების შესახებ ტურისტს შეატყობინებს წერილობით, მკაფიო და გასაგები ფორმით. 2. თუ პაკეტის დაწყებამდე ტუროპერატორი იძულებულია მნიშვნელოვნად შეცვალოს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების ძირითადი მახასიათებლები, კერძოდ, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობები, ან ვერ ასრულებს იმ სპეციალურ მოთხოვნებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, ან ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად პაკეტის ღირებულებას 8 პროცენტზე მეტით ზრდის, ტურისტს ტუროპერატორის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში უფლება აქვს: ა) დაეთანხმოს შეთავაზებულ ცვლილებებს; ბ) შეწყვიტოს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება ხელშეკრულების შეწყვეტის საფასურის გადახდის გარეშე. 3. თუ ტურისტი წყვეტს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ტუროპერატორს შეუძლია შესთავაზოს მას იმავე ან უკეთესი ხარისხის პაკეტი, ხოლო ტურისტს უფლება აქვს, მიიღოს შეთავაზება ან უარი განაცხადოს მასზე. 4. ტუროპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით, მკაფიო და გასაგები ფორმით ტურისტს შეატყობინოს: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტითა და შესაბამის შემთხვევაში ამავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ღირებულების ცვლილებისა და ამ ცვლილების ღირებულებაზე გავლენის შესახებ ინფორმაცია; ბ) იმ გონივრული ვადის შესახებ, რა ვადაშიც ტურისტი ვალდებულია ტუროპერატორს აცნობოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესახებ; გ) იმის შესახებ, რომ ტურისტის მიერ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადაში პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ტურისტი ეთანხმება შესაბამის ცვლილებებს; დ) შეცვლილი პაკეტის ღირებულების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი გარემოებების არსებობისას. 5. თუ პაკეტის დაწყებამდე ტუროპერატორი იძულებულია მნიშვნელოვნად შეცვალოს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების ძირითადი მახასიათებლები და ტურისტი წყვეტს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებას, ტუროპერატორს შეუძლია შესთავაზოს მას იმავე ან უკეთესი ხარისხის პაკეტი, ხოლო ტურისტს უფლება აქვს, მიიღოს შეთავაზება ან უარი განაცხადოს მასზე. ამ შემთხვევაში ტურისტი უფლებამოსილია მოითხოვოს შესაბამისი ღირებულების შემცირება, თუ შეთავაზებული პაკეტის ახალი პირობები ან ახალი პაკეტის პირობები წინა პაკეტზე დაბალი ხარისხის ან ღირებულებისაა. 6. თუ ტურისტი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წყვეტს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებას და არ ეთანხმება შეცვლილ პაკეტს, ტუროპერატორი ვალდებულია გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა, ტურისტს დაუბრუნოს ამ ხელშეკრულების თანახმად გადახდილი პაკეტის ღირებულება ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2−მე-6 პუნქტების შესაბამისად.

წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 21

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-28 · №5

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 14მუხლი 16მუხლი 19მუხლი 23

მიუთითებენ მასზე

მუხლი 19

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ტურიზმის შესახებ

  • 19პაკეტის ღირებულების ცვლილება
  • 21ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების შეწყვეტა და პაკეტის დაწყებამდე უარის თქმის უფლება
  • 18ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების მესამე პირისთვის გადაცემა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 657²დეტალური ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობა
  • 661ხარვეზის გამო ხელშეკრულების შეწყვეტა ტურისტის ინიციატივით
  • 665უარი ხელშეკრულებაზე მოგზაურობის დაწყებამდე

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 37⁶ბილეთის საფასურის ანაზღაურება და მარშრუტის შეცვლა

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 20შრომითი ხელშეკრულების პირობების შეცვლა

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 24³ხელშეკრულების პირობების შეცვლის დროებითი წესი

საზღვაო კოდექსი

  • 180—
  • 171—

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 18მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37⁶18017124³657²661665201819141623211820
მითითებამნიშვნელობით ახლოსტურიზმის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს შრომის კოდ…სახელმწიფო შესყიდვების…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026