Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკატურიზმის შესახებმუხლი 21

ტურიზმის შესახებ

მუხლი 21. ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების შეწყვეტა და პაკეტის დაწყებამდე უარის თქმის უფლება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026
თემები:მგზავრის უფლებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ტურისტს შეუძლია შეწყვიტოს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება პაკეტის დაწყებამდე ნებისმიერ დროს. თუ ტურისტი ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებას წყვეტს ამ პუნქტის შესაბამისად, იგი ვალდებულია ტუროპერატორს გადაუხადოს ხელშეკრულების შეწყვეტის სათანადო და დასაბუთებული საფასური. ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს მისი შეწყვეტისთვის გონივრულ და სტანდარტულ საფასურს ხელშეკრულების შეწყვეტიდან პაკეტის დაწყებამდე არსებული დროის შესაბამისად. შეწყვეტის სტანდარტული საფასურის არარსებობის შემთხვევაში შეწყვეტის საფასურის ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს პაკეტის ღირებულებას, ხარჯების დანაზოგისა და ალტერნატიული ტურისტული მომსახურებების უზრუნველყოფის შემოსავლის გამოკლებით. ტურისტის მოთხოვნით ტუროპერატორმა უნდა წარადგინოს შეწყვეტის საფასურის ოდენობის დასაბუთება.

2.მიუხედავად ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ტურისტს უფლება აქვს, შეწყვიტოს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება პაკეტის დაწყებამდე საფასურის გადახდის გარეშე გარდაუვალი და განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც წარმოიშობა დანიშნულების ადგილზე ან მის უშუალო სიახლოვეს, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პაკეტის შესრულებაზე ან მგზავრების გადაყვანაზე. ამ პუნქტის შესაბამისად ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ტურისტს უფლება აქვს, სრულად აუნაზღაურდეს ნებისმიერი თანხა, რომელიც მან პაკეტის ფარგლებში გადაიხადა, თუმცა მას არ აქვს დამატებითი კომპენსაციის მიღების უფლება. # 3. ტუროპერატორს უფლება აქვს, შეწყვიტოს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება, სრულად დაუბრუნოს ტურისტს პაკეტის ღირებულება, მაგრამ მას არ დაეკისრება დამატებითი კომპენსაციის გადახდა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) ტურისტული მომსახურების გასაწევად ტურისტების რაოდენობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირთა მინიმალურ რაოდენობაზე ნაკლებია და ტუროპერატორი ტურისტს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აცნობებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მაგრამ: ა.ა) პაკეტის დაწყებამდე არაუგვიანეს 20 დღისა, თუ მოგზაურობის ვადა 6 დღეზე მეტია; ა.ბ) პაკეტის დაწყებამდე არაუგვიანეს 7 დღისა, თუ მოგზაურობის ვადა 2 დღიდან 6 დღემდეა; ა.გ) პაკეტის დაწყებამდე არაუგვიანეს 48 საათისა, თუ მოგზაურობის ვადა 2 დღეზე ნაკლებია; ბ) ტუროპერატორი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას ვერ ასრულებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, გარდაუვალი და განსაკუთრებული გარემოებების გამო და ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ტურისტს შეატყობინებს პაკეტის დაწყებამდე.

4.ტუროპერატორი ვალდებულია ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული თანხა დაუბრუნოს ტურისტს ან ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აანაზღაუროს ტურისტის ან მისი სახელით მოქმედი პირის მიერ ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი, ხელშეკრულების შეწყვეტის საფასურის გამოკლებით. აღნიშნული თანხები ტურისტს უნდა დაუბრუნდეს  გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების შეწყვეტიდან 14 დღისა.

5.ტურისტს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უარი თქვას სარეწის გარეთ დადებულ ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებაზე მისი დადებიდან 14 სამუშაო დღის განმავლობაში.

რედაქციების შედარება

1. ტურისტს შეუძლია შეწყვიტოს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება პაკეტის დაწყებამდე ნებისმიერ დროს. თუ ტურისტი ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებას წყვეტს ამ პუნქტის შესაბამისად, იგი ვალდებულია ტუროპერატორს გადაუხადოს ხელშეკრულების შეწყვეტის სათანადო და დასაბუთებული საფასური. ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს მისი შეწყვეტისთვის გონივრულ და სტანდარტულ საფასურს ხელშეკრულების შეწყვეტიდან პაკეტის დაწყებამდე არსებული დროის შესაბამისად. შეწყვეტის სტანდარტული საფასურის არარსებობის შემთხვევაში შეწყვეტის საფასურის ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს პაკეტის ღირებულებას, ხარჯების დანაზოგისა და ალტერნატიული ტურისტული მომსახურებების უზრუნველყოფის შემოსავლის გამოკლებით. ტურისტის მოთხოვნით ტუროპერატორმა უნდა წარადგინოს შეწყვეტის საფასურის ოდენობის დასაბუთება. 2. მიუხედავად ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ტურისტს უფლება აქვს, შეწყვიტოს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება პაკეტის დაწყებამდე საფასურის გადახდის გარეშე გარდაუვალი და განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც წარმოიშობა დანიშნულების ადგილზე ან მის უშუალო სიახლოვეს, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პაკეტის შესრულებაზე ან მგზავრების გადაყვანაზე. ამ პუნქტის შესაბამისად ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ტურისტს უფლება აქვს, სრულად აუნაზღაურდეს ნებისმიერი თანხა, რომელიც მან პაკეტის ფარგლებში გადაიხადა, თუმცა მას არ აქვს დამატებითი კომპენსაციის მიღების უფლება. # 3. ტუროპერატორს უფლება აქვს, შეწყვიტოს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება, სრულად დაუბრუნოს ტურისტს პაკეტის ღირებულება, მაგრამ მას არ დაეკისრება დამატებითი კომპენსაციის გადახდა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) ტურისტული მომსახურების გასაწევად ტურისტების რაოდენობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირთა მინიმალურ რაოდენობაზე ნაკლებია და ტუროპერატორი ტურისტს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აცნობებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მაგრამ: ა.ა) პაკეტის დაწყებამდე არაუგვიანეს 20 დღისა, თუ მოგზაურობის ვადა 6 დღეზე მეტია; ა.ბ) პაკეტის დაწყებამდე არაუგვიანეს 7 დღისა, თუ მოგზაურობის ვადა 2 დღიდან 6 დღემდეა; ა.გ) პაკეტის დაწყებამდე არაუგვიანეს 48 საათისა, თუ მოგზაურობის ვადა 2 დღეზე ნაკლებია; ბ) ტუროპერატორი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას ვერ ასრულებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, გარდაუვალი და განსაკუთრებული გარემოებების გამო და ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ტურისტს შეატყობინებს პაკეტის დაწყებამდე. 4. ტუროპერატორი ვალდებულია ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული თანხა დაუბრუნოს ტურისტს ან ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აანაზღაუროს ტურისტის ან მისი სახელით მოქმედი პირის მიერ ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი, ხელშეკრულების შეწყვეტის საფასურის გამოკლებით. აღნიშნული თანხები ტურისტს უნდა დაუბრუნდეს  გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების შეწყვეტიდან 14 დღისა. 5. ტურისტს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უარი თქვას სარეწის გარეთ დადებულ ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებაზე მისი დადებიდან 14 სამუშაო დღის განმავლობაში.

წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 22

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მგზავრის კომპენსაციის პრეტენზიებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-28 · №5

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 14

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ტურიზმის შესახებ

  • 20ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების პირობების სხვა ცვლილებები
  • 18ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების მესამე პირისთვის გადაცემა
  • 22პასუხისმგებლობა ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 665უარი ხელშეკრულებაზე მოგზაურობის დაწყებამდე
  • 661ხარვეზის გამო ხელშეკრულების შეწყვეტა ტურისტის ინიციატივით
  • 657²დეტალური ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობა

საზღვაო კოდექსი

  • 180—
  • 171—
  • 170—

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 68საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების შეწყვეტა მგზავრის ინიციატივით

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 13დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 23სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შეწყვეტა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
180171170665661657²6823131420182221
მითითებამნიშვნელობით ახლოსტურიზმის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსისაქართველოს საჰაერო კო…მომხმარებლის უფლებების…სახელმწიფო შესყიდვების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026