Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკატურიზმის შესახებმუხლი 23

ტურიზმის შესახებ

მუხლი 23. ღირებულების შემცირება და ზიანის ანაზღაურება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026
თემები:მგზავრის უფლებებიზიანის ანაზღაურება და კომპენსაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ტურისტს უფლება აქვს, მოითხოვოს ღირებულების შემცირება იმ პერიოდის პროპორციულად, რომლის განმავლობაშიც არსებობდა შეუსაბამობა, თუ იგი გამოწვეული არ არის ტურისტის ბრალით. # 2. ტურისტს უფლება აქვს, ტუროპერატორისგან მიიღოს სათანადო კომპენსაცია იმ ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც მას მიადგა გასაწევი მომსახურების შეუსაბამობის გამო. კომპენსაცია გადახდილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში.

3.ტურისტს უფლება არ აქვს, მიიღოს კომპენსაცია ზიანისთვის, თუ ტუროპერატორი დაადასტურებს, რომ შეუსაბამობა გამოწვეულია ერთ-ერთი შემდეგი მიზეზით: ა)  ტურისტის ბრალით; ბ) იმ მესამე მხარის ბრალით, რომელიც დაკავშირებული არ არის პაკეტით გათვალისწინებული ტურისტული მომსახურების გაწევასთან, და ამ ტუროპერატორს არ შეეძლო მისი გათვალისწინება ან/და თავიდან აცილება; გ) გარდაუვალი და განსაკუთრებული გარემოებებით.

4.ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებით ტურისტისთვის მიყენებული ზიანის გამო ტუროპერატორს შეუძლია შეიზღუდოს პასუხისმგებლობა პაკეტის ღირებულების სამმაგი ოდენობით. დაუშვებელია პასუხისმგებლობის შეზღუდვის დაწესება, თუ ზიანმა გამოიწვია ფიზიკური დაზიანება, რომელიც გამოწვეულია ტუროპერატორის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი მოქმედებით.

5.ამ კანონით გათვალისწინებული ტურისტის უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ან პაკეტის ღირებულების შემცირება, არ მოქმედებს ტურისტის იმ უფლებებზე, რომლებიც გათვალისწინებულია სპეციალური ნორმატიული აქტებით ან საერთაშორისო კონვენციებით. შესაბამისად, ტურისტს შეუძლია წარადგინოს ამ თავითა და სპეციალური ნორმატიული აქტებით ან საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული მოთხოვნები. თუ ტურისტმა მიიღო კომპენსაცია ან მას შეუმცირდა პაკეტის ღირებულება ამ თავითა და სპეციალური ნორმატიული აქტებით ან საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული მოთხოვნების წარდგენის საფუძველზე,  გადაჭარბებული კომპენსაციის თავიდან ასაცილებლად უნდა მოხდეს ანაზღაურებების ურთიერთგაქვითვა.

6.ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადაა 2 წელი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 22შემდეგი მუხლი 24

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დელიქტური კომპენსაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დავა დაკარგული ბარგზესერვისის გვერდი
  • მგზავრის კომპენსაციის პრეტენზიებისერვისის გვერდი
  • ფრენის დაგვიანების კომპენსაციასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 28 მაი. 2026 · №5

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 20მუხლი 22

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ტურიზმის შესახებ

  • 22პასუხისმგებლობა ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის
  • 19პაკეტის ღირებულების ცვლილება
  • 21ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების შეწყვეტა და პაკეტის დაწყებამდე უარის თქმის უფლება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 662მოგზაურობის ხარვეზით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
  • 661ხარვეზის გამო ხელშეკრულების შეწყვეტა ტურისტის ინიციატივით
  • 664პასუხისმგებლობის შეზღუდვა

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 37⁷კომპენსაცია სარკინიგზო საწარმოს მიზეზით გამოწვეული დაგვიანებისთვის
  • 37⁶ბილეთის საფასურის ანაზღაურება და მარშრუტის შეცვლა

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 18მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები
  • 17მომხმარებლის უფლებები

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 9სადაზღვევო ანაზღაურება

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

  • 8კომპენსაცია ინვესტიციის ჩამორთმევისას

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37⁷37⁶6626616648918172220192123
მითითებამნიშვნელობით ახლოსტურიზმის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სარკინიგზო…მომხმარებლის უფლებების…საქართველოს ტერიტორიაზ…საინვესტიციო საქმიანობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 8 ნოე. 2026